28 მაისს Black Sea Arena სეზონს OneRepublic-ის კონცერტით გახსნის

2022 წლის 28 მაისს, არენას სცენა OneRepublic-ის კონცერტით ბრუნდება. ამ ხნის განმავლობაში, სცენას ყველაზე მეტად მსმენელის გაზიარებული შთაბეჭდილებები და არტისტებისგან დატოვებული ენერგია დააკლდა, სწორედ ამიტომ, Black Sea Arena ყველაზე დასამახსოვრებელ დაბრუნებასა და თავგადასავლებით სავსე ზაფხულს გპირდებათ.

OneRepublic ამერიკული პოპ-როკ ბენდია, რომელიც 2002 წელს შეიქმნა, პირველ მნიშვნელოვან წარმატებას კი 5 წლის შემდეგ, კომპოზიცია Apologize-ით მიაღწია. ამ კომპოზიციის წარმატება გაიზიარა სადებიუტო ალბომმაც, სახელწოდებით Dreaming Out Loud, რომელშიც ბენდის სხვა პოპულარული ჰიტებიც Say (All I Need) და Stop and Stare გვხვდება.

პარალელურად, ჯგუფის ვოკალისტი რაიან ტედერი სხვადასხვა წარმატებული პროექტის მონაწილე იყო - მის მიერ დაწერილი სიმღერები Beyonce-ის, Adele-ის, Maroon 5-ის და Leona Lewis-ის დისკოგრაფიებში მოხვდა. ამის მიუხედავად, OneRepublic-ის წარმატებული სვლა არ შენელებულა. 2009 წელს ბენდმა მეორე ალბომი Waking Up გამოაქვეყნა, რომელშიც ისეთი კომპოზიციები შედის, როგორიცაა All the Right Moves, Secrets და Good Life.

ამერიკული ჯგუფისთვის განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა 2013 წლის სტუდიური კრებული Native, რაც პირველ რიგში If I Lose Myself და Counting Stars-ის დამსახურებაა. 3-მილიარდიანი მსმენელითა და ჩარტში დამყარებული რეკორდების წყალობით, Counting Stars დეკადის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჰიტი, ბენდი კი ახალი თაობის საყვარელი პროექტი გახდა.

Black Sea Arena-ს სცენაზე 2022 წლის 28 მაისს, სწორედ OneRepublic-ის კონცერტი გაიმართება. თავგადასავალში მონაწილეობისთვის კი ბილეთების შეძენა 28 იანვრის 18:00 საათიდან, არენას ვებგვერდის - www.bsa.ge - საშუალებით შეგიძლიათ. ბილეთის ფასი 80 ლარიდან იწყება. კონცერტი კოვიდრეგულაციების დაცვით გაიმართება და მასზე მხოლოდ მწვანე პასპორტის მქონე მსმენელები დაიშვებიან.

Black Sea Arena-ს წლევანდელი თავგადასავალი მხოლოდ OneRepublic-ის კონცერტით არ შემოიფარგლება. იმისათვის, რომ 2022 წლის თავგადასავლის არცერთი პუნქტი არ გამოგრჩეთ, თვალი ადევნეთ სიახლეებს, რომლებსაც არენას ოფიციალურ ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში ეტაპობრივად განთავსდება.

Black Sea Arena ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი საკონცერტო არენა და მულტიფუნქციური სივრცეა. ის შავი ზღვის სანაპიროზე, გურიაში მდებარეობს. დარბაზის მშენებლობა 2008 წელს დაიწყო და ოფიციალურად, 2016 წელს კრისტინა აგილერას კონცერტით გაიხსნა. უკანასკნელი წლების განმავლობაში საკონცერტო დარბაზმა საერთაშორისო მუსიკალური სცენის ისეთ ვარსკვლავებს უმასპინძლა, როგორებიც არიან: Aerosmith, The Scorpions, Elton John, Robert Plant, Ennio Morricone, Black Eyed Peas, Jessie J და Thirty Seconds to Mars. ამის პარალელურად, Black Sea Arena სცენას ადგილობრივი სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლებსაც აქტიურად უთმობს, რითიც ცდილობს ქართული კულტურის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს.

ესტონეთის ელჩი - რუსეთს არ სჭირდება წინაპირობა რომ ვინმეს დაესხას თავს, ის გახდა უფრო არაპროგნოზირებადი ვიდრე ოდესმე
გაგიკ ავაკიანი - რუსეთი იმ მდგომარეობაში არაა, რომ სომხეთის საშინაო პოლიტიკაში მისი ჩარევები  წარმატებული იყოს და მას რამე გამოუვიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2022
ზვიად გუბელაძე - გაჟღერებული ბრალდებები, თითქოსდა ნიკა გვარამიას ტელევიზიის  ბალანსზე არსებული ავტომობილით სარგებლობის გამო მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას
ნიკოლოზ ვაშაკიძე - არსებული ხელისუფლება წამოადგენს მთავარ დაბრკოლებას ქვეყანა პოლიტიკურად განახლებული და მომზადებული შეხვდეს კარდინალურ ცვლილებებს რეგიონში და მსოფლიოში
ლიბერთი პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ სტრატეგიული პარტნიორი  გახდა
„გალერეა დემასში“ პრემიუმ ხარისხის ევროპული სლებების ასორტიმენტი განახლდა
Urban Hotel-ი მარტის დასაწყისიდან უკრაინელ დევნილებს მასპინძლობს
სიმსუქნის ქირურგიული მკურნალობა - ბარიატრიული ოპერაციები ბოჭორიშვილის კლინიკაში