რელიგიის საკითხთა სააგენტომ 2022 წლისთვის შშმ პირთა უფლებების დაცვის ხელშეწყობის სამოქმედო გეგმა შეიმუშავა

შშმ პირთა უფლებების დაცვისა და ინკლუზიური ტოლერანტული გარემოს შექმნის ხელშეწყობის მიზნით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ, 2022 წლისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა უფლებების დაცვის ხელშეწყობის სამოქმედო გეგმა შეიმუშავა.

დოკუმენტის მიზანია „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაერო-ს კონვენციისა და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის პრინციპებზე დაყრდნობით, გამოკვეთოს ის პრიორიტეტული მიმართულებები და ღონისძიებები, რომელიც 2022 წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს.

„სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს: რელიგიის სფეროში მოღვაწე პირების ცნობიერების ამაღლებას შშმ პირების უფლებების შესახებ; საქართველოში მოღვაწე რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენელთათვის და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლებისათვის ტრენინგის ჩატარებას შშმ პირთა უფლებების შესახებ; რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს რიგი ყოველწლიური პროექტების (ინტერრელიგიური კალენდარი, რელიგიური წიგნები) შშმ პირებისათვის ადაპტირებული (ბრაილის შრიფტით) გამოცემას.

დოკუმენტი დამუშავდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, პრინციპის - „არაფერი ჩვენს შესახებ ჩვენს გარეშე“ აღსრულების მიზნით. იგი წარედგინება შშმ პირთა წარმომადგენლობით ორგანიზაციებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და შშმ თემის წარმომადგენლებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
გია ხუხაშვილი  - ხელისუფლება ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებაში საბოტაჟის რეჟიმშია, ეს შეგნებულად კეთდება, სიბრიყვით თუ მენტალური პრობლემების გამო, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან შედეგი კატასტროფულია
Gulf Store-ის მე-100 მაღაზია გაიხსნა
Tether საქართველოს ბაზარზე სტარტაპში CityPay.io ინვესტირებით შემოდის
„სანტე“ მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს