“საქართველოს მედიატორთა ასოციაცია” საქალაქო რაიონულ სასამართლოებთან თანამშრომლობით საქართველოს რეგიონებში სასამართლო მედიაციის ცენტრებს გახსნის

სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ინფორმაციით, ასოციაცია მუდმივად ცდილობს ხელი შეუწყოს მედიაციის თაობაზე ცნობიერების საზოგადოებაში ამაღლებას და კანონის საფუძველზე სავალდებულო სამედიაციო საქმეების წარმართვის უზრუნვეყოფას, სწორედ მედიაციის განვითარების, ეფექტიანად წარმართვის და ფუნქციონირებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სასამართლო მედიაციის ცენტრების არსებობას.

დღეის მდგომარეობით საქართველოში ფუნქციონირებს თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების, რუსთავის საქალაქო სასამართლოს,მცხეთის რაიონული სასამართლოს, ქუთაისის სააპელაციო და ქუთაისის საქალაქო სასამართლო მედიაციის ცენტრები, საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესი და სამედიაციო პროცესის მიმართ მოთხოვნის ზრდამ, განაპირობა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კიდევ ახალი რეგიონალური მედიაციის ცენტრების გახსნის საჭიროება.

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია სასამართლო ხელისფლების მხარდაჭერით გეგმავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში სასამართლო მედიაციის ცენტრების გახსნას, რომლითაც შესაძლებლობა მიეცემათ მხარეებს მაღალი კვალიფიკაციის მქონე მედიატორების დახმარებით სწრაფად და მშვიდობიანად მოაგვარონ თავიანთი უთანხმოება, - ნათქვამია საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარის ირაკლი ყანდაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა