ლიეტუვას პრეზიდენტის განცხადებით, ლიეტუვაში გერმანელი სამხედროების რაოდენობის გაზრდაზე მოლაპარაკებებს მართავენ

ლიეტუვაში გერმანელი სამხედროების რაოდენობის გაზრდის თემასთან დაკავშირებით ლიეტუვა და გერმანია მოლაპარაკებებს მართავენ. ინფორმაციას Reuters ლიეტუვას პრეზიდენტის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გიტანას ნაუსედას თქმით, მოლაპარაკებების გამართვა "მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით“ გადაწყვიტეს.

„ჩვენ ვსაუბრობთ ლიეტუვაში წინა ხაზის ძალების გაფართოებისა და გაზრდის შესაძლებლობებზე, რადგან ჩვენ გვჭირდება ნატოს აღმოსავლეთის ფლანგის გაძლიერება მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუსაუსკასმა თქვა, რომ უკვე არსებობს გეგმები ლიეტუვაში მოკავშირეთა დამატებითი ჯარების ჩასვლის შესახებ, მათ შორის, იმის შესახებ სად განლაგდებიან ისინი.

„რაც უფრო აგრესიული იქნება რუსეთის ქცევა, მით მეტი მოკავშირე იქნება ლიეტუვაში", - აღნიშნა მინისტრმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო