უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მათ მეტი კონკრეტიკა სჭირდებათ ნატო-ში გაწევრიანების შესახებ

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, მათ მეტი კონკრეტიკა სჭირდებათ ნატო-ში გაწევრიანების შესახებ. ამის შესახებ ვლადიმირ ზელენსკიმ უცხოური მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ნატოზე, ჩვენ უფრო ღრმად უნდა ვისაუბროთ ამ საკითხზე. ვიცი, რომ ეს საკითხი არც თუ ისე სასიამოვნოა ნატო-ს რამდენიმე ან ზოგიერთი წევრისთვის, მაგრამ ჩვენ გვინდა კონკრეტიკა. ჩვენ რაღაცის იმედი უნდა გვქონდეს. სწორედ ამიტომაა, რომ ნატო არის უსაფრთხოების გარანტია. ეს არის პირველი საკითხი და მეორე კი ჩვენი არმიის დონეა", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის არმია უნდა განვითარდეს იმის მიუხედავად, შეუერთდება თუ არა უკრაინა ნატო-ს.

„მიუხედავად იმისა, როდის ვიქნებით ნატოში ან არ ვიქნებით ნატოში - ყველაფერი ჩვენზე არ არის დამოკიდებული, სამწუხაროდ - ჩვენ ნამდვილად ვავითარებთ ჩვენს არმიას. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ, ჩვენ უნდა დავიცვათ თავი. მაგრამ, ნამდვილად ვიცით, რომ თუ ჩვენ არ ვართ ნატოში, მაშინ თვითონ ვიცავთ თავს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2023
ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს