აშშ-ის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინაში კონფლიქტი გარდაუვალი არ არის და პუტინს შეუძლია აირჩიოს დეესკალაცია და ჯარების უკან გაყვანის ბრძანება გასცეს

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი აცხადებს, რომ უკრაინაში კონფლიქტი გარდაუვალი არ არის და ჯერ კიდევ არის დრო დიპლომატიისთვის.

„კონფლიქტი გარდაუვალი არ არის, ჯერ კიდევ არის დრო და სივრცე დიპლომატიისთვის,“- აღნიშნა ოსტინმა.

მისი განცხადებით, ვლადიმერ პუტინს შეუძლია არჩევანი დეესკალაციის სასარგებლოდ გააკეთოს.

„არ მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტმა პუტინმა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება, გამოიყენოს ეს ძალები უკრაინის წინააღმდეგ. მას ახლა აშკარად აქვს ეს შესაძლებლობა. პუტინს რამდენიმე არჩევანი აქვს, მათ შორის ქალაქებისა და მნიშვნელოვანი ტერიტორიების დაკავება, ამასთან, მას შეუძლია აირჩიოს დეესკალაცია და ჯარების უკან გაყვანის ბრძანება გასცეს“, - განაცხადა ოსტინმა.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ აშშ მზადაა დაეხმაროს უკრაინას თავის დაცვაში, მათ შორის დამატებითი იარაღის მიწოდებით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო