შსს-ს მომსახურების სააგენტოს ბალანჩინის ქუჩაზე მდებარე სარეგისტრაციო მომსახურების ცენტრი მისამართს იცვლის

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ბალანჩინის ქუჩაზე, N26-ში მდებარე სარეგისტრაციო მომსახურების ცენტრი მისამართს იცვლის.

მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 31 იანვრიდან, აღნიშნული სარეგისტრაციო მომსახურების ცენტრი მუშაობას განაგრძობს ახალ მისამართზე - თბილისის შემოსასვლელი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N270.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 29 იანვარს, თბილისში, ბალანჩინის ქუჩაზე, N26-ში მდებარე სარეგისტრაციო მომსახურების ცენტრი მოქალაქეებს 10:00 საათიდან 13:00 საათამდე მოემსახურება.

ასევე, გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 31 იანვრიდან, აღნიშნული სარეგისტრაციო მომსახურების ცენტრი მუშაობას განაგრძობს ახალ მისამართზე: თბილისის შემოსასვლელი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N270.

შეგახსენებთ, რომ მომსახურების სააგენტოს სარეგისტრაციო ცენტრში მოქალაქეებს შემდეგი სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ: სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ფარგლებს გარეთ სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება, საექსპერტო შემოწმება და საექსპერტო აქტის შედგენა, ასევე, პირველადი რეგისტრაცია და გადაფორმება.

აღსანიშნავია, რომ სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მომსახურებისთვის განსხვავებული ტარიფი მოქმედებს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს