ზურაბ აზარაშვილი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი და მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, სილვიუ დომენტეს შეხვდნენ.

მხარეებმა Сovid-19-თან დაკავშირებით, არსებული მდგომარეობა განიხილეს, ისაუბრეს ვაქცინაციის კიდევ უფრო გააქტიურების კუთხით მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობაზე. განიხილეს მედიკამენტზე ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით არსებული მექანიზმები და ამ პროცესში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ჩართულობაზე იმსჯელეს.

საუბარი ასევე შეეხო პირველადი ჯანდაცვის მიმდინარე რეფორმას, ასევე არაგადამდები დაავადებების პრევენციის კუთხით გასატარებელ ღონისძიებებს. ​

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა