ბორის ჯონსონი აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ვიზიტს, ასევე ვლადიმერ პუტინთან საუბარს გეგმავს

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, უახლოეს დღეებში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის გამართვას და ასევე ევროპის რეგიონში ვიზიტს გეგმავს.

„დაუნინგ სთრით N10“-ის ინფორმაციით, ბორის ჯონსონი კიდევ ერთხელ გაიმეორებს, რომ აუცილებელია, რუსეთმა დიპლომატიის გზა გამოიყენოს.

”პრემიერ-მინისტრი მოწოდებულია, დააჩქაროს დიპლომატიური ძალისხმევა და გააძლიეროს შეკავების პოლიტიკა ევროპაში სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად. ის გაიმეორებს, რომ აუცილებელია, რუსეთმა უკან დაიხიოს და დიპლომატიაში ჩაერთოს, როდესაც ამ კვირაში პუტინთან დიალოგი ექნება,“- აცხადებენ პრემიერ-მინისტრის ოფისში.

შეგახსენებთ, გასულ კვირაში ბორის ჯონსონმა სატელეფონო საუბარი გამართა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან, ევროპელ ლიდერებსა და ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან. საუბრის დროს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ „რუსეთთან დიპლომატიური მოლაპარაკებები უმთავრეს პრიორიტეტად" რჩება.

ვალერი ჩეჩელაშვილი - ცეცხლის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება რუსეთმა უკრაინელებთან ერთად უნდა მიიღოს, მაგრამ უსაფრთხოების რა გარანტიები ექნება უკრაინას, ეს უკრაინის, ევროპის და აშშ-ს მოლაპარაკებების საგანია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.08.2025
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
„რუსუდან ხიზანიშვილის პერსონალური იკონოგრაფია“ „თიბისი კონცეპტის“ გალერეაში