სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 2 594 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - მონაცემებს პორტალი worldermeters-ი აქვეყნებს. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, ვირუსით კიდევ 6 ადამიანი გარდაიცვალა.
სომხეთში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ჯამში, 364 348 პირი დაინფიცირდა, აქედან 8 041 გარდაიცვალა, 335 462 კი - გამოჯანმრთელდა.