გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თამარ მახარაშვილმა მოაწერეს.

„მნიშვნელოვანია გარემოსდაცვით და აგრარულ სფეროში უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლების შემუშავებისა და განვითარების პროცესში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერა. ვფიქრობ, ჩვენი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ორივე სფეროს სპეციალისტებისთვის განათლების ხარისხის განვითარებას“, - განაცხადა თამარ ალადაშვილმა.

მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეებს შორის თანამშრომლობას გარემოსდაცვით და აგრარულ სფეროებში პროფესიული მომზადების და გადამზადების პროგრამების შემუშავებისა და დანერგვის მიმართულებით.

აღნიშნულ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს