ტოკიოში ქართული ფილმების ფესტივალი გაიხსნა

საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ტოკიოში, ერთ-ერთ უძველეს კინოთეატრ "Iwanami Hall"-ში ქართული ფილმების ფესტივალი გაიხსნა.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თეიმურაზ ლეჟავამ.

თეიმურაზ ლეჟავამ მიმოიხლა საქართველოსა და იაპონიას შორის წარმატებული ურთიერთობები სხვადასხვა მიმართულებებით, მათ შორის,პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, ტრანსპორტის, ენერგეტიკის და კულტურის სფეროებში.

ამასთან, ელჩმა ისაუბრა საქართველოს უძველეს კულტურასა და მის უნიკალურობაზე. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ქართული ხელოვნების მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე.

„ელჩმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ქართული კულტურის გულშემატკივარს, ტაკეჰიდე ჰარადას ფესტივალის ორგანიზებისათვის და ცნობილ ქართველოლოგს, იასუჰირო კოჯიმას ქართული ფილმების იაპონურად თარგმნის საქმეში შეტანილი წვლილისათვის.

აღსანიშნავია,რომ ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები იქნება 35 ქართული ფილმი ორიგინალური გახმოვანებითა და იაპონური სუბტიტრებით.

ფილმების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ: https://georgiafilmfes.jp/“, - ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2023
ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს