კელი დეგნანი რეზოლუციაზე - ეს უნდა იყოს ძლიერი რეზოლუცია, რომელიც აგზავნის ნათელ შეტყობინებას ევროპული უსაფრთხოების პრინციპების და უკრაინის მიმართ საქართველოს მხარდაჭერის შესახებ

პოზიციურად მიმაჩნია ის, რომ ტექსტზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა მმართველი პარტია და ოპოზიციური პარტიები, ვინაიდან ეს უნდა იყოს ძლიერი რეზოლუცია, რომელიც აგზავნის ნათელ შეტყობინებას ევროპული უსაფრთხოების პრინციპებისა და უკრაინის მიმართ საქართველოს მხარდაჭერის შესახებ ძალიან დაძაბულ მომენტში, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო, უკრაინა, აშშ და ნატო-ს მოკავშირეები ევროპული უსაფრთხოების პრინციპების დაცვის კუთხით ერთიან პოზიციაზე დგანან.

„ეს არის დრო, როდესაც ჩვენ ვუგზავნით ერთიან ნათელ გზავნილს რუსეთს, რომ ჩვენ დავიცავთ ევროპული უსაფრთხოების პრინციპებს, რომელიც ევროპის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას ინარჩუნებს ბოლო 30 წლის განმავლობაში. ასე რომ გზავნილი საქართველოსგან, უკრაინისგან, ნატო-ს მოკავშირეებისგან, აშშ-სგან არის საკმაოდ ნათელი, რომ ჩვენ ერთად ვიდგებით, დავუპირისპირდებით და გადავლახავთ კრიზისს, რომლის შექმნასაც რუსეთი აქ ცდილობს. ეს ნამდვილად არის კრიზისი, რომელსაც რუსეთი ქმნის,“ - აღნიშნა ელჩმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს