ახლობლების ინფორმაციით, გლდანში უბედური შემთხვევა სავარაუდოდ, 3 დღის წინ მოხდა და გარდაცვლილები ბინაში დღეს ნახეს

გლდანში, ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად გარდაცვლილი ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, შემთხვევა დაახლოებით სამი დღის წინ მოხდა და გარდაცვლილები ბინაში დღეს ნახეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ოჯახის ახლობელმა განუცხადა, გარდაცვლილი ცოლ-ქმარი 30 წლამდე ასაკის იყო, ერთი ბავშვი სკოლის მოსწავლეა, ორი კი მცირეწლოვანი.

"ამ ოჯახის ახლობელი ვარ. ჩემი ახლობელი წინა კვირას შემხვდა - მითხრა, გლდანში ქირით გადავდივართ, 300 ლარს მთავრობა გვიხდის და 200 ლარი ჩვენ უნდა დავამატოთო. როგორც მითხრა, აქ უკეთესი პირობები ექნებოდა. როგორც გავიგე, უბედური შემთხვევა სამი დღის წინ მოხდა", - აცხადებს ოჯახის ახლობელი.

ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2023
ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას საინტერესო აქტივობებით შეუერთდა
კერძო სკოლა „ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში“ აცხადებენ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა არ დადასტურდა
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს