სერგეი ლავროვი - ბევრი მაგალითია, როდესაც ამერიკელები მოქმედებდნენ მხოლოდ პრაგმატულობით, ეგოისტურად

თავისი გამორჩენისთვის, ამერიკას შეუძლია მათ უღალატოს, ვისთანაც მეგობრობს და თანამშრომლობს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსეთის „პირველ არხს“ განუცხადა.

„საერთაშორისო არენაზე, ვაშინგტონი თავის ქმედებებში, პრაგმატულია და გარკვეულწილად, უტილიტარულიც. როდესაც ამერიკას რაღაც მოეჩვენება ისეთი, რაც მის ინტერესებს ესადაგება, შეუძლია მათ უღალატოს, ვისთანაც მეგობრობს, თანამშრომლობს და ვინც უზრუნველყოფდა მის პოზიციებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში“, - განაცხადა ლავროვმა.

მან ამასთან დაკავშირებით გაიხსენა ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი.

„ვაშინგტონს თითი არ გაუნძრევია, როდესაც ის დააპატიმრეს. თუმცა კი, ის არსად გარბოდა, ეგვიპტეში რჩებოდა მას შემდეგ, რაც თანამდებობა დატოვა. ის დიდი ხნის განმავლობაში დაჰყავდათ სასამართლოში. შეხედეთ, რა მოხდა ავღანეთში. ბევრი მაგალითია, როდესაც ამერიკელები მოქმედებდნენ მხოლოდ თავისი პრაგმატულობით, ხალხურად რომ ვთქვათ, ეგოისტურად“, - განაცხადა ლავროვმა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია