ანონსი 31 იანვარი

31 იანვარს, 11:00 საათზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2021 წლის დეკემბრის თვის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასების მაჩვენებელს გამოაქვეყნებს, რასთან დაკავშირებითაც საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე სოციალური ქსელის - Facebook-ის საშუალებით -https://www.facebook.com/geostat.ge/ ონლაინ ბრიფინგს გამართავს.
31 იანვარს, 11:00 საათზე, პარლამენტში, ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრები არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდებიან თემაზე - „ძალოვანი უწყებების მხრიდან გახშირებულ უფლებადარღვევები და პოლიციური ძალადობა“ - ფრაქციის ხედვა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი
31 იანვარს, 11:00 საათზე, ანტიკორუფციული მოძრაობის წევრები ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოში წერილს შეიტანენ.
თემა: „ნუნუ თამაზიშვილისთვის ბაკურიანში გადაცემულ ტყე“.
საკონტაქტო: ირაკლი ფავლენიშვილი - 596120554
31 იანვარს, 11:00 საათზე, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ანგარიშის ონლაინ პრეზენტაციას გამართავს.
თემა: „ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოში - 2021“
პრეზენტაციაზე დასასწრებად, ისარგებლეთ ბმულით: https://us02web.zoom.us/j/5275964328
Meeting ID: 527 596 4328
31 იანვარს, 11:00 საათზე, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, საია და ISFED სასამართლოში კულტურის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებებიდან განთავისუფლებული თანამშრომლების ინტერესებს დაიცავენ, აღნიშნულთან დაკავშირებით ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ოფისში ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
მის: ჭოველიძის #10
საკონტაქტო: სალომე აჩბა - 593 737 503
31 იანვარს, 11:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება.
მის: ინგოროყვას 7
31 იანვარს, 12:00 საათზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული).
31 იანვარს, 12:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული).
31 იანვარს, 13:00 საათზე, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) ზუგდიდის რეგიონულ ოფისში თამარ ქომეთიანის სავარაუდო, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ბრიფინგი გაიმართება.
მის: ზუგდიდი, რუსთაველის ქ. 87ა
საკონტაქტო: დავით ლოგუა - 599 22 01 23
31 იანვარს, 14:45 საათზე, ევროკავშირი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია სამედიცინო დაწესებულებებს COVID-19-ის საწინააღმდეგო აღჭურვილობას გადასცემს.
ღონისძიებას ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი და საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, სილვიუ დომენტე დაესწრებიან.
მის: ვაჟა-ფშაველას გამზ. 29, ნიკოლოზ ყიფშიძის საუნივერსიტეტო კლინიკა.
საკონტაქტო: თამრიკო მიქაძე - 599 533031
31 იანვარს, 15:00 საათზე, „მიშას სექტორი“ იუსტიციის სამინისტროსთან აქციას გამართავს, რის შემდეგაც აქტივისტები რუსთავის ციხესთან გადაინაცვლებენ.
თემა: დაუყოვნებლივ მოხდეს პირადი ექიმის ვიზიტი და საზოგადოების ინფორმირება მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
საკონტაქტო: მანანა ანდღულაძე - 599 02 43 23
31 იანვარს, 15:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი.
31 იანვარს, 17:00 საათზე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული).
31 იანვარს, 17:30 საათზე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
კომიტეტის სათათბირო ოთახი N638 (C კორპუსი, VI სართული).

























