განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, ZOOM პლატფორმის გამოყენებით წლიური საერთაშორისო კონფერენცია გამართა

26, 27 და 28 იანვარს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, ონლაინ რეჟიმში, ZOOM პლატფორმის გამოყენებით წლიური საერთაშორისო კონფერენცია გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კონფერენცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების პირველმა მოადგილემ და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ მახარაშვილმა გახსნა, რომელმაც ცენტრის 2021 წლის საქმიანობა შეაჯამა.

თამარ მახარაშვილმა აღნიშნა, რომ ცენტრი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, განათლების ადგილობრივ თუ საერთაშორისო სპეციალისტებთან და ექსპერტებთან თანამშრომლობით მუდმივად ზრუნავს განათლების ხარისხის უზრუნველყოფის პროცესების გაუმჯობესებაზე, მათ ღიაობასა და გამჭვირვალობაზე.

„კონფერენციაზე უმაღლესი, პროფესიული და ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარების კუთხით მიღწევები და გამოწვევები განიხილეს მათ შორის: უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შიდა ხარისხის უზრუნველყოფის ხელშეწყობა გარე ხარისხის უზრუნველყოფის მეშვეობით; უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის პროცესების 2021 წლის შედეგების შეჯამება და სამომავლო პერსპექტივები; კლინიკური სწავლების მნიშვნელობა: სტუდენტების, პაციენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების თანაფარდობასთან დაკავშირებული გამოწვევები; მედიცინის დარგობრივი მახასიათებლის განახლება სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) 2020 წლის სტანდარტების მიხედვით; უნივერსიტეტების როლი რეგიონების განვითარებაში; ევროპული უმაღლესი განათლების სივრცე პანდემიის შემდეგ; ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით 2021 წელს განხორციელებული აქტივობები; ესტონეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა ზოგადი განათლების სფეროში; მასწავლებელთა კვალიფიკაციისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი ცვლილებები ; უსაფრთხო სკოლა; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების თვითშეფასების ელექტრონული სისტემის პლატფორმა; ა(ა)იპ - პროფესიული უნარების სააგენტოსა და სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლობის როლი პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფაში; ინტერნაციონალიზაცია პროფესიულ განათლებაში და ა.შ.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის, უმაღლესი, პროფესიული და ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულებების, ასევე სხვა პარტნიორი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ავტორიზაციის, აკრედიტაციის, სააპელაციო საბჭოების წევრებმა, ექსპერტებმა, სტუდენტებმა, დამსაქმებლებმა და სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა.

კონფერენციაში ასევე მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა: სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) პრეზიდენტმა, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) წარმომადგენელმა , ევროპის უმაღლესის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრის (EQAR) დირექტორმა, ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) უმაღლესი განათლების პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორმა , ევროპის განათლების ფონდის (ETF) ექსპერტებმა, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების საერთაშორისო ექსპერტებმა და ევროპის სტუდენტური გაერთიანების საერთაშორისო სტუდენტმა ექსპერტებმა მსოფლიოს 20-მდე ქვეყნიდან, უცხოური საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს