პაატა მანჯგალაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისიის მიზნებზე მათ უფრო მეტი ინფორმაციისა და დეტალის ცოდნა სჭირდებათ

“რეფორმების ჯგუფის“ დეპუტატი პაატა მანჯგალაძე ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას დაუჭერენ თუ არა მხარს და ჩაერთვებიან თუ არა კომისიის მუშაობაში.

როგორც მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საგამოძიებო კომისიის მიზნებზე მათ უფრო მეტი ინფორმაციისა და დეტალის ცოდნა სჭირდებათ.

“მხოლოდ ამის შემდეგ განვაცხადებთ ჩვენი მხარდაჭერის შესახებ. ასე წინასწარ საგამოძიებო კომისიის შექმნაზე წინააღმდეგობა არ მაქვს, მაგრამ მეტი ინფორმაცია გვჭირდება, რათა კომისიაში მონაწილეობის თაობაზე დასაბუთებულად განვაცხადოთ. არსებობს სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფები - როგორც პოზიტიურად, ასევე ნეგატიურად. იმისთვის, რომ არასწორი ინტერპრეტაციები ავიცილოთ თავიდან, აუცილებელია ობიექტური, სრულფასოვანი ინფორმაციის არსებობა”, - განუცხადა ჟურნალისტებს პაატა მანჯგალაძემ.

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო ძალადობრივი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტების შემსწავლელი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას დღეს დაარეგისტრირებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს