შალვა პაპუაშვილი ტყიბულის შახტში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს

„დაწყებულია გამოძება და იმედი მაქვს, რომ მალე დადგინდება ყველა გარემოება, რომელიც ამ ტრაგედიასთან არის დაკავშირებული“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში მომხდარ აფეთქებას.

შალვა პაპუაშვილმა გარდაცვლილი მეშახტის ოჯახს მიუსამძიმრა, ხოლო დაშავებულებს გამოჯანმრთელება უსურვა.

„მსურს, მივუსამძიმრო გარდაცვლილი მეშახტის ოჯახს და გამოჯანმრთელება ვუსურვო დაშავებულებს. დაწყებულია გამოძიება და იმედი მაქვს, რომ მალე დადგინდება ყველა გარემოება, რომელიც ამ ტრაგედიასთან არის დაკავშირებული“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო