„თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი განმარტავს, რატომ მიუვიდა მოსახლეობას დასუფთავების გადასახადის ორი ქვითარი

„თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი დავით ფაჩულია აცხადებს, რომ დედაქალაქის მოსახლეობას დასუფთავების მოსაკრებელი არ გაზრდია და მათთან ორი ქვითრის მისვლა საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომლის მიხედვითაც, 2021 წლის დეკემბრიდან, კომპანია „თელასის“ აბონენტებისთვის დარიცხვა ყოველი თვის ბოლო ოთხი კალენდარული დღის განმავლობაში მოხდება.

ფაჩულიას განცხადებით, იმის გამო, თუ მოსახლეობა დროულად ვერ გადაიხდის იანვრის თვის დასუფთავების მოსაკრებელს, მათ ელექტროენერგიის მიწოდება არ შეეზღუდებათ.

„თბილისის მოსახლეობას არცერთი თეთრით დასუფთავების მოსაკრებელი არ გაზრდია. იყო 2,50 ლარი და რჩება იგივე. საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებით, 2021 წლის დეკემბრიდან, კომპანია „თელასის“ აბონენტებისთვის დარიცხვა ყოველი თვის ბოლო ოთხი კალენდარული დღის განმავლობაში მოხდება. სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის იანვარში, კერძოდ კი თვის ბოლოს, როგორც ფიზიკური, ასევე, იურიდიული პირები, მიიღებენ დასუფთავების მოსაკრებლის ორ ქვითარს, რომელიც დეკემბერ-იანვარში მიღებული მომსახურების საფასურს ასახავს. გადასახადი, რომელიც მოსახლეობამ დეკემბერში გადაიხადა ნოემბრის თვის იყო. დარიცხვის სისტემა შეიცვალა და თვის ჭრილში მიუვათ გადასახადი. თუ რომელიმე მოქალაქე თვლის, რომ მოხდა ორმაგად დარიცხვა, ჩვენი ცხელი ხაზი 24 საათის განმავლობაშია ჩართული, ასევე „ფეისბუკის“ „მესენჯერი“ საშუალებით არცერთი კითხვა უპასუხოდ არ დარჩება. ჩვენ ვთხოვეთ „თელასს“ და „თელმიკოს“, რომ თუ მოქალაქე ვერ გადაიხდის იანვრის თვის მოსაკრებელს, მას ელექტროენერგიის მიწოდება არ შეეზღუდება“, - განაცხადა ფაჩულიამ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ფიზიკური პირებისთვის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულ მოსახლეზე თვეში 2,5 ლარით არის განსაზღვრული. რაც შეეხება იურიდიულ პირებს, თბილისის საკრებულოს N4-12 დადგენილების (27.12.2021 წელი) თანახმად, დედაქალაქის ტერიტორიაზე იურიდიული პირებისთვის განისაზღვრა დასუფთავების მოსაკრებლის ახალი განაკვეთები. აღნიშნულიდან გამომდინარე, იურიდიული პირები დეკემბრის მოსაკრებელს კვლავ ძველი ტარიფით გადაიხდიან, ხოლო იანვრის ქვითარში ახალი ტარიფი აისახება.

მერიაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მოსაკრებელი ახალი ტარიფით შეეხებათ მხოლოდ და მხოლოდ კომერციული კატეგორიის აბონენტებს და არა ფიზიკურ პირებს.

როგორც ცნობილია, დასუფთავების მოსაკრებლის ნებისმიერი თვის დარიცხვა აქამდე, სტანდარტულად, წინა თვის მომსახურებისთვის ხორციელდებოდა. მომხმარებლებს იანვარში ერიცხებოდათ დეკემბერში გაწეული მომსახურების საფასური, კონკრეტული თარიღები კი ქვითარში აისახებოდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა