თამარ გაბუნია - საწოლფონდის 35-40% არის თავისუფალი - ჯერჯერობით ეს საწოლფონდი კოვიდს თავისუფლად ყოფნის

საწოლფონდის 35-40% არის თავისუფალი. ჯერჯერობით ეს საწოლფონდი კოვიდს თავისუფლად ყოფნის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც გაბუნია განმარტავს, ნაწილი კლინიკების 10 იანვრიდან, ნაწილი კი 17 იანვრიდან დაუბრუნდა ჩვეულ საქმიანობას და მისი თქმით, ამ ეტაპზე, გარდა კოვიდისა, ახორციელებს სხვა საჭიროებებისთვის მომსახურების გაწევას.

„ამ ეტაპზე მობილიზებული არის 8000-ზე ოდნავ მეტი საწოლი. ჩვენ ბოლო პერიოდში აქტიურად დაგვჭირდა დამატებით პედიატრიული საწოლების მობილიზება. ჯერჯერობით საწოლფონდის 35-40% არის თავისუფალი. კლინიკების ნაწილი, დაახლოებით, 10 იანვრიდან, ნაწილი კი 17 იანვრიდან დაუბრუნდა ჩვეულ საქმიანობას, დაახლოებით 700-800 საწოლი.

გახსოვთ, 9000-მდე საწოლი იყო მობილიზებული, ეს აუცილებლობა განაპირობა იმან, რომ გარდა კოვიდისა, არსებობს სხვა საჭიროებები და ამ მიმართულებითაც იყო დიდი მოთხოვნა. ჯერჯერობით ეს საწოლფონდი კოვიდს თავისუფლად ყოფნის. თუკი საჭირო იქნება დამატებით მოხდეს მობილიზება კლინიკების, ბუნებრივია ეს პროცესი ჩვენ არაერთხელ გავიარეთ, არის დადგენილი მექანიზმი იმის, თუ როგორ შეიძლება მოხდეს კლინიკების სწრაფი მობილიზაცია და შემდეგ ისევ დაბრუნება ჩვეულ რეჟიმზე, ასე რომ ეს არის მიმდინარე პროცესი და ამ შემთხვევაში პრობლემას ვერ ვხედავ“, - განაცხადა გაბუნიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს