გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 თებერვალს 11:00-დან 12:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფელ კარსანში. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს.

ამასთან, 11:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგია დროებით შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ დიღომში, თელოვანში, ძველ ვეძისსა და მიმდებარე ტერიტორიაზე.

11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ბულაჩაური, ქოჩორაანი, ქუბრიაანი და მიმდებარე სოფლებში.

12:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს მცხეთაში აღმაშენებლის, თაყაიშვილის, ქსნის, წერეთლის და მიმდებარე ქუჩებზე.

12:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს წალკის რაიონის სოფლებში აშკალა, არწივანი, გუმბათი, ოზნი, ბურნაშეთი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა