Reuters - აშშ მზადაა, უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სანქციები დაუწესოს ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ რუსული ელიტის წარმომადგენლებს

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნის განცხადებით, უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა მოამზადეს ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული რუსული ელიტის წარმომადგენლების სია, რომელთაც ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებენ. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

„პიროვნებები, რომელთა იდენტიფიცირებაც ჩვენ მოვახდინეთ, არიან კრემლის შიდა ან ახლო წრის წარმომადგენლები და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მთავრობის გადაწყვეტილების მიღებაში ან არიან, სულ მცირე, თანამონაწილეები კრემლის მიერ განხორციელებული დესტაბილიზაციის ქცევის“, - აღნიშნა ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანონიმურობის პირობით.

წარმომადგენლის ცნობით, შეერთებულმა შტატებმა შეიმუშავა სანქციების კონკრეტული პაკეტები, როგორც რუსული ელიტის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც აკმაყოფილებენ კრიტერიუმებს, ასევე მათი ოჯახის წევრებისთვის, და ეს ძალისხმევა მიმდინარეობს აშშ-ს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან კოორდინაციით.

„სანქციები მოწყვეტს მათ საერთაშორისო ფინანსურ სისტემისგან და უზრუნველყოფს, რომ მათ და მათმა ოჯახის წევრებმა ვეღარ დააბანდონ თანხა დასავლეთში და ისწავლონ ელიტარულ დასავლურ უნივერსიტეტებში “, - დასძინა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

გამოცემა The Guardian წერს, რომ კვირას აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის შეხვედრა გაიმართა, სადაც მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ შეერთებული შტატები დიდი სანქციები დაწესების ზღვარზეა.

”პუტინი არ გაჩერდება, თუ დაიჯერებს, რომ დასავლეთი არ უპასუხებს”, - თქვა პანელის დემოკრატიულმა თავმჯდომარემ, ბობ მენენდესმა.

„ჩვენ ვნახეთ თუ რა გააკეთა მან 2008 წელს საქართველოში, ვნახეთ რა გააკეთა 2014 წელს ყირიმის მოპოვების მიზნით. ის არ გაჩერდება.”-დასძინა მან.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
არჩილ მორჩილაძე - კარგი იქნება, თუ სახელმწიფო, ჯანმრთელობის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს მიერ აკრედიტებული სტანდარტების შესაბამისად განაახლებს დღეს არსებულ სანებართვო პირობებსა და რეგულაციებს
ჰიუნდაი ავტო საქართველოს შეთავაზება ბესტსელერ მოდელებზე გრძელდება
ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, „ზოდიში“ ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება
საქართველოსა და რეგიონში პირველად, „სელფის“ 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი
„მისო ევროკრედიტმა“ საინაუგურაციო ობლიგაციები გამოუშვა
ბელგიის სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, ალექსანდრე ქიზიყურაშვილის ინიციატივით მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღეს