ბრიტანეთი რუსეთს, უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, კრემლთან დაახლოებული პირებისა და კომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ აფრთხილებს

ბრიტანეთი მოუწოდებს ვლადიმერ პუტინს დატოვოს უკრაინის საზღვარი, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აფრთხილებს, რომ ნებისმიერი სახის შეჭრა ქვეყანაში გამოიწვევს კრემლთან დაახლოებული პირებისა და კომპანიების წინააღმდეგ სანქციებს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

აღნიშნულს გამოეხმაურა კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი. მისი თქმით, ასეთი ზომების მიღება რუსულ ბიზნესებზე თავდასხმის ტოლფასია. პესკოვმა ბრიტანეთის გაფრთხილებას "ძალიან შემაწუხებელი" უწოდა და აღნიშნა, რომ მსგავსი განცხადებები ძირს უთხრის ბრიტანეთის საინვესტიციო მიმზიდველობას და ბრიტანულ კომპანიებს დააზარალებს.

”ბიზნესზე თავდასხმის ასეთ პირდაპირ მუქარას ხშირად ვერც ხედავთ და არც გესმით. ამა თუ იმ ქვეყნის მიერ რუსულ ბიზნესზე თავდასხმა გულისხმობს საპასუხო ზომებს და საჭიროების შემთხვევაში ეს ზომები ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე იქნება ჩამოყალიბებული", - განაცხადა პესკოვმა.

დღეს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართება.

ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
გია ხუხაშვილი  - ხელისუფლება ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებაში საბოტაჟის რეჟიმშია, ეს შეგნებულად კეთდება, სიბრიყვით თუ მენტალური პრობლემების გამო, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან შედეგი კატასტროფულია
Gulf Store-ის მე-100 მაღაზია გაიხსნა
Tether საქართველოს ბაზარზე სტარტაპში CityPay.io ინვესტირებით შემოდის
„სანტე“ მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს