აშშ-ის ელჩი გაეროში - თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, შედეგები იქნება საშინელი

გაეროს უშიშროების საბჭო უნდა ასრულებდეს იმ ორგანოს ფუნქციას, რომელიც მოწოდებულია აღკვეთოს შეიარაღებული კონფლიქტები და იმის ნაცვლად, რომ დააკვირდეს რუსეთის აგრესიულ ქმედებას, უპასუხოს რისკებს, რომლებსაც მოსკოვი უქმნის უკრაინას, ევროპას და მთელ მსოფლიოს. ამის შესახებ დღეს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის დაწყებისას აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ლინდა თომას-გრინფილდმა განაცხადა.

„ჩვენ არ შეგვიძლია უბრალოდ ვიჯდეთ და ვაკვირდებოდეთ. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ამ საბჭომ უპასუხოს რუსეთის მსოფლიოსთვის აგრესიულ და მადესტაბილიზებელ რისკებს“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა გაეროში.

მან გაიხსენა, რომ გაეროს უშიშროების საბჭო შეიქმნა სწორედ ასეთი საფრთხეების გადასაჭრელად, რომლებიც ამჟამად წარმოიქმნა უკრაინის წინაშე და არა მხოლოდ რეაგირება მოახდინოს კონფლიქტებზე, არამედ აღკვეთოს კიდეც.

ამასთან დაკავშირებით, ამერიკელმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის მხარის ქმედებები წარმოადგენს საფრთხეს როგორც უკრაინისთვის, ისე მთელი ევროპისა და ამჟამინდელი მსოფლიო წესრიგისთვის.

„რუსეთის ქმედება - ეს არის დარტყმა გაეროს წესდების გულში. ეს არის თანმიმდევრული და ცხადი საფრთხე მსოფლიოსთვის, რომლის წარმოდგენაც არის შესაძლებელი“ , - აღნიშნა აშშ-ის წარმომადგენელმა.

მან რუსეთს მოუწოდა, აირჩიოს დიპლომატიის გზა და არა კონფლიქტისა.

„ბოლო პერიოდში რუსეთი იმუქრება, რომ გადავა საბრძოლო მოქმედებებზე, თუკი მისი მოთხოვნები არ შესრულდება. თუ ის უკრაინაში შეიჭრება, ვერცერთი ჩვენგანი ვერ იტყვის, რომ ამის განჭვრეტა არ შეგვეძლო. შედეგები იქნება საშინელი და სწორედ ამიტომ, დღევანდელი სხდომა საკმაოდ მნიშვნელოვანია“, - განაცხადა თომას-გრინფილდმა.

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს