გერმანიაში პოლიციელების მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირები დააკავეს

გერმანელმა სამართალდამცავებმა ორი პირი დააკავეს, რომელიც პოლიციელების მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ორივე დაკავებული გერმანიის მოქალაქეა. პოლიციას ჯერჯერობით თავდასხმის მოტივის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. ცნობილია, რომ დაკავებულების ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.

შეგახსენებთ, გუშინ რაინლანდ-პფალცის მხარეში, კუზელის რაიონში, კაიზერსლაუტერნის მახლობლად, ავტომობილის ჩვეული წესით გაჩერების დროს პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ორი სამართალდამცავი დაიღუპა. ფაქტს გერმანიის კანცლერი ოლალ შოლციც გამოეხმაურა, მწუხარება გამოხატა და დაღუპული პოლიციელების ოჯახებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა. „დანაშაულის მოტივი სწრაფად უნდა გავარკვიოთ,“- განაცხადა კანცლერმა. მომხდართან დაკავშირებით რაინლანდ-პფალცის მხარეში დროშები დაშვებულია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა