აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მთავრობის თანამშრომლების ოჯახების ბელარუსიდან გაყვანის განკარგულება გასცა

შეერთებულმა შტატებმა ბელარუსში მყოფი აშშ-ის მთავრობის თანამშრომლების ოჯახებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„გაიცა განკარგულება, აშშ-ის მთავრობის თანამშრომლების ოჯახების წევრებმა ბელარუსი დატოვონ,“- ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სამოგზაურო რეკომენდაციებში.

დეპარტამენტი ასევე აფრთხილებს აშშ-ის მოქალაქეებს, ბელარუსში არ გაემგზავრონ, რის მიზეზადაც "კანონების თვითნებურ აღსრულებას, დაკავების რისკსა და უკრაინის საზღვართან რუსული სამხედრო აქტივობის უჩვეულო და შემაშფოთებელ ზრდას“ ასახელებს.

„უკრაინის საზღვართან რუსული სამხედრო აქტივობის უჩვეულო და შემაშფოთებელი ზრდის გამო, აშშ-ის მოქალაქეებმა რომლებიც ბელარუსში იმყოფებიან, ან იქ გამგზავრებას განიხილავენ, უნდა იცოდნენ, რომ სიტუაცია არაპროგნოზირებადია და რეგიონში მზარდი დაძაბულობაა,“- აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რეკომენდაციებში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა