ავსტრიაში დღეიდან ვაქცინაცია სავალდებულო გახდა

ავსტრიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დღეიდან ქვეყანაში ვაქცინაცია სავალდებულო გახდა. ახალი კანონის მიხედვით, 18 წელს ზემოთ თითოეული მოქალაქე ვალდებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთოს. მათი თქმით, ვაქცინაცია სავალდებულო გახდა იმისათვის, რომ ქვეყანამ პანდემია დაამარცხოს და ახალი "ლოქდაუნის" დაწესება აუცილებელი აღარ გახდეს.

შეგახსენებთ, ავსტრია ევროპის პირველი ქვეყანაა, სადაც ვაქცინაცია სავალდებუო გახდა. კანონი ძალაში 2024 წლამდე იქნება. პირები, რომლებიც ვაქცინაციაზე უარს განაცხადებენ 600-დან 3 600 ევრომდე დაჯარიმდებიან.

სავალდებულო ვაქცინაციისგან თავისუფლდებიან ორსულები და ის პირები, რომელთა აცრაც რისკებს შეიცავს. ამ დროისთვის ავსტრიის მოსახლეობის 72% ვაქცინირებულია.

ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა
საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას საინტერესო აქტივობებით შეუერთდა
კერძო სკოლა „ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში“ აცხადებენ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა არ დადასტურდა