ირაკლი კობახიძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“ - ეს არის ერთგვარი ომის პარტია, მათ სურთ იხილონ ომი უკრაინაში, მგონი ესეც არ აკმაყოფილებთ და უნდათ იხილონ ასეთი პროცესები საქართველოში კიდევ ერთხელ

დღევანდელი ოპოზიციის ნაბიჯების შედეგია, რომ რუსეთის ფედერაციას აქვს ჩაბარებული ჩვენი ქვეყნის 20%, როგორც ჩანს ეს არ ყოფნით და უნდათ მეტი. ეს არის ერთგვარი ომის პარტია, მათ აშკარად სურთ იხილონ ომი უკრაინაში, მგონი ესეც არ აკმაყოფილებთ და უნდათ იხილონ ასეთი პროცესები საქართველოში კიდევ ერთხელ. რაც 2008 წელს გააკეთეს იმას ვეღარ გაიმეორებენ, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არიან ოპოზიციაში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უკრაინის მხარდასაჭერი რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით ოპოზიციის წევრების მიერ გაკეთებული შეფასებების საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციას ვერსიები მიმართული იყო არა სახელმწიფო ინტერესებისკენ, არამედ იქითკენ, რომ სახელმწიფოს საზიანოდ განვითარებულიყო გარკვეული მოვლენები.

"რეზოლუციის ტექსტი არის ჩამოყალიბებული ზუსტად ისე, როგორც ეს შეესაბამება ჩვენს სახელმწიფოებრივ ინტერესებს. ჩვენი მიდგომა საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში ყველამ იცის, ჩვენ გვაქვს პრინციპული პოზიციები და პოლიტიკა, ეს ყოველთვის აისახება შესაბამის ტექსტებში.

რაც შეეხება დღევანდელ ოპოზიციას, მათი ნაბიჯების შედეგია, რომ რუსეთის ფედერაციას აქვს ჩაბარებული ჩვენი ქვეყნის 20%. როგორც ჩანს ეს არ ყოფნით და უნდათ მეტი. ეს არის ერთგვარი ომის პარტია, მათ აშკარად სურთ იხილონ ომი უკრაინაში, მგონი ესეც არ აკმაყოფილებთ და უნდათ იხილონ ასეთი პროცესები საქართველოში კიდევ ერთხელ. რაც 2008 წელს გააკეთეს იმას ვეღარ გაიმეორებენ მარტივი მიზეზის გამო, რომ არიან ოპოზიციაში. გვაცალონ იმ საგარეო პოლიტიკის წარმოება, რომლის შედეგიც არის მშვიდობა და უსაფრთხოება საქართველოში. ეს რეზოლუცია თანადგომას უცხადებს ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს და ყველა თემასთან დაკავშირებით არის პოზიცია გამოხატული. რეზოლუცია არის ცხადი და მკაფიო, ოპოზიციას ჰქონდა თავისი ვერსიები და იყო მიმართული არა იქითკენ, რომ სახელმწიფოს ინტერესები ყოფილიყო ასახული ტექსტში, არამედ იქითკენ, რომ სახელმწიფოს საზიანოდ განვითარებულიყო გარკვეული მოვლენები. გამომდინარე აქედან, ჩვენ ვერ გავყვებით ომის პარტიას, რომელმაც მძიმე შედეგები მოუტანა საქართველოს 2008 წელს, მათ უნდათ კიდევ მეტი და როგორც ჩანს, მხოლოდ ეს არ აკმაყოფილებთ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს