მეშვიდე მოწვევის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა

დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში, მეშვიდე მოწვევის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. ღონისძიება საბჭოს ახალმა თავმჯდომარემ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თინათინ ნიბლოშვილმა გახსნა. მან დამსწრეებს, გენდერული თანასწორობის საბჭოს ახალი შემადგენლობა გააცნო და საბჭოს ძირითად ამოცანებზე, ფუნქციებსა და უფლებამოსილებაზე ისაუბრა. გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ საბჭოს წევრებს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა და ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

„თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა ადგილობრივი თვითმმართველობიდან იწყება და სწორედ ჩვენ უნდა ვიყოთ ის ადამიანები, რომლებიც ქალისა და მამაკაცის თანაბარ შესაძლებლობებსა და თანასწორუფლებიანობას შეუწყობენ ხელს. დარწმუნებული ვარ, რომ მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო თავის წარმატებულ საქმიანობას მომავალშიც გააგრძელებს და ჩვენს მიერ გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად გადადგმული ნაბიჯები და განხორციელებული ღონისძიებები თითოეული ჩვენგანისთვის საამაყო იქნება“,- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

გენდერული თანასწორობის საბჭოს პირველი სხდომის მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართა საკრებულოს მეექვსე მოწვევის გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელმა მარიკა დარჩიამ, საბჭოს განვლილ საქმიანობაზე ისაუბრა და მომავალში წარმატება უსურვა.

საბჭოს მუშაობის შესახებ თავისი მოსაზრებები საბჭოს წევრებმაც გამოთქვეს და მომავალი თანამშრომლობისთვის სრული მზაობა გამოთქვეს.

საბჭოს სხდომას თბილისის მერის მრჩეველი გენდერულ საკითხებში ნინო ბურძენიძე ესწრებოდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს