კახა კალაძე - სააბონენტო სისტემის შემოღება ძალიან მნიშვნელოვანია, 15 000-მდე აბონემენტია გაყიდული, თუმცა ეს რიცხვები ყოველდღიურად იცვლება

არსებობს სხვადასხვა პაკეტი იმის მიხედვით, თუ რამდენად ხშირად მგზავრობს ადამიანი. ამის მიხედვით არის დათვლილი პაკეტები და შეთავაზებული საზოგადოებისთვის. თვითონ იღებს გადაწყვეტილებას ადამიანი თუ რომელი პაკეტი მიიღოს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მგზავრობის ტარიფებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც კალაძე განმარტავს, არ არის აუცილებელი, რომ ყველამ შეიძინოს აბონემენტი, რადგან ძალაში რჩება მეტრომანები და მოქალაქე თავად აკეთებს არჩევანს.

„სააბონენტო სისტემის შემოღება არის ძალიან მნიშვნელოვანი. 15 000-მდე აბონემენტი არის გაყიდული, თუმცა ეს რიცხვები ყოველდღიურად იცვლება. რა თქმა უნდა, არსებობს სხვადასხვა პაკეტი იმის მიხედვით, თუ რამდენად ხშირად მგზავრობს ადამიანი. ამის მიხედვით არის დათვლილი პაკეტები, შეთავაზებული საზოგადოებისთვის და თვითონ იღებს გადაწყვეტილებას ადამიანი, თუ რომელი პაკეტი მიიღოს. არ არის აუცილებელი, გქონდეს აბონემენტი, მეტრომანები რჩება ძალაში და ერთჯერადი მგზავრობის შესაძლებლობაც აქვთ. ის თანხები, რომელიც მათ მეტრომანებზე ჰქონდათ დარიცხული, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივად შეუძლიათ მომავალშიც გამოიყენონ.

ერთწლიანი პაკეტი, რომელიც 250 ლარი ღირს, თუ ადამიანი ხშირი მომხმარებელი იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის, თუ ყოველდღიურად გადაადგილდებოდა, რა თქმა უნდა, ეს აძლევს მოქალაქეს შესაძლებლობას, ტარიფი გაუიაფდეს. ულიმიტო პაკეტები არის, რომლითაც მრავალჯერ ექნებათ შესაძლებლობა გადაადგილების. მგზავრების 80%, ვინც იყენებდა საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მათ უწევდათ ერთ კონკრეტულ მგზავრობაზე მიკროავტობუსით, მეტროთი ან ავტობუსით 1.30 ლარის გადახდა, ამ ადამიანებს ამ ცვლილებებით და სააბონემენტო პაკეტებით აქვთ შესაძლებლობა, თვითონვე აირჩიონ, რომელი პაკეტი არის მისაღები", - განაცხადა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ აქამდე არსებული საშეღავათო ტარიფები მოქალაქეებისთვის იგივე რჩება.

„გარდა ამისა, იმ ადამიანებს, რომლებიც სარგებლობდნენ გარკვეული შეღავათებით, ეს იყო 10 თეთრიანი, 20 თეთრიანი ტარიფები და უფასო მგზავრობა, ამ ადამიანებს უწევდათ გადახდა მიკროავტობუსებში დამატებით 80 თეთრის, შესაბამისად, დღეს, ის შეღავათები, რაც იყო მეტროზე, ავტობუსზე, რა თქმა უნდა, გავრცელდება ამ ადამიანებზეც და ჩვეულებრივად, მიკროაბტობუსით სარგებლობის შემთხვევაშიც აქვთ საშუალება, გადაიხადონ 10, 20 თეთრი ან იმგზავრონ უფასოდ“, - განაცხადა კალაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს