ხატია დეკანოიძე - კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „ქართული ოცნება“ არის რუსული ინტერესების გამტარებელი პარტია საქართველოში

დღევანდელი რეზოლუციის ტექსტით და მათ შორის, საგარეო კომიტეტზე განხილვების შედეგად, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „ქართული ოცნება“ არის რუსული ინტერესების გამტარებელი პარტია საქართველოში, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობა- ძალა ერთობაშია" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა „ქართული ოცნება“ ცდილობს საკითხი შიდაპოლიტიკურ დაპირისპირებაში გადაიტანოს, რათა საზოგადოებას რუსეთის მიმართ მათ პოლიტიკაზე, რომელიც მაამებლურია, აზრი შეეცვალოს.

„მაშინ როცა მთელი ცივილიზებული სამყარო კონსოლიდირებულია უკრაინასთან მიმართებაში რუსეთის განმეორებითი სამხედრო აგრესიის შეკავების მიმართულებით, როცა ყველა მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტს და მთლიანობას, საქართველოს ხელისუფლება, პარტია, რომელიც ნამდვილად ატარებს რუსულ ინტერესებს, ვერ ბედავს, რეზოლუციის ტექსტში ჩაწეროს რუსეთის ფედერაცია. რუსეთის მიმართ მაამებლური პოლიტიკიდან გამომდინარე თვლიან, რომ შიდაპოლიტკურ დაპირისპირების კონტექტსში რეზოლუციის საკითხის გადატანა, საზოგადოებას აზრს შეაცვლევინებს“, - განაცხადა დეკანოიძემ.

დეკანოიძე ასევე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც მიხეილ სააკაშვილს „პათოლოგიური კაცი" უწოდა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის ეშინია.

„ქართულ ოცნებას" აქვს დაუოკებელი შიში მიხეილ სააკაშვილის და ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც იბრძვის თავისუფლებისთვის. მათ არ აღელვებთ საქართველოს იმიჯი, რომელიც ძალიან შელახულია იმის გამო, რომ მესამე პრეზიდენტი საპრყრობილეშია, ამიტომ რა თქმა უნდა დისკომფორტს უქმნით freemisha- ს დროში გადმოკიდება დარბაზში,"- განაცხადა დეკანოიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს