ბენ ჰოჯესი - საქართველომ ხმამაღალი, ცხადი და ძლიერი გზავნილები უნდა გააკეთოს, რომ რუსები ჯერ კიდევ აქ, საქართველოში არიან

საქართველომ ხმამაღალი, ცხადი და ძლიერი გზავნილები უნდა გააკეთოს ყველა ურწმუნოს მიმართ ევროპაში, რომ რუსები ჯერ კიდევ აქ, საქართველოში არიან, ის რაც ახლა უკრაინაში ხდება არის იმის უახლესი ეტაპი, რაც 2008 წელს დაიწყო. ისინი კავშირშია ერთმანეთთან, - ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ისაუბრა.

კითხვაზე, რისი გაკეთება შეუძლია საქართველოს მეგობრისა და მოკავშირის, უკრაინის დასახმარებლად, ბენ ჰოჯესმა უპასუხა, რომ საქართველომ გარკვევით უნდა განაცხადოს, რომ რაც საქართველოში მოხდა 2008 წელს, უკრაინაში 2014 წელს და რაც ხდება ახლა, 2022 წელს, ერთმანეთთანაა დაკავშირებული.

„რუსეთს არასდროს დაუხევია უკან. ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ კრემლს სურს იმპერიის დაბრუნება, არა საბჭოთა კავშირის, არამედ იმპერიის,“- აღნიშნა ბენ ჰოჯესმა.

მისი თქმით, აუცილებელია საერთაშორისო ორგანიზაციების საშუალებით იმის გაჟღერება, რომ რუსეთი აგრესორია.

„გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვი, რომ პატარა ქვეყნის ხმა მნიშვნელოვანია სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში, როგორიცაა ეუთო, გაერო, საერთაშორისო სასამართლოები. საჭიროა ყველგან ხმამაღლა საუბარი: „რუსეთო, შენ ხარ აგრესორი. შენ ეს განახორციელე ჩვენთან, ახლა ახორციელებ უკრაინაში!“ და ამის გამო მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრება,“- აღნიშნა ბენ ჰოჯესმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს