ცესკოს თავმჯდომარისა და ორი ე.წ. პროფესიული წევრის არჩევა მომდევნო პლენარული სხდომების კვირისთვის გადაიდო

ცესკოს თავმჯდომარისა და ორი ე.წ. პროფესიული წევრის არჩევა მომდევნო - 14-18 თებერვლის პლენარული სხდომების კვირისთვის გადაიდო.

პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატების კენჭისყრის გადადების საკითხი ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ დასვა. მდინარაძემ მიზეზად ფრაქციის წევრების კოვიდით ინფიცირება და ამის გამო კვორუმის პრობლემა დაასახელა. როგორც მან პლენარულ სხდომაზე განაცხადა, კოვიდით “ქართული ოცნების“ 12 დეპუტატია ინფიცირებული.

ცესკოს თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს და ცესკოს პროფესიულ წევრებს მაია ზარიძეს და გია ცაცაშვილს, რომლებიც პარლამენტმა გასული წლის 2 აგვისტოს აირჩია, უფლებამოსილების 6-თვიანი ვადა ეწურებათ. ამასთან, საარჩევნო კანონმდებლობის გათვალისწინებით, თუ ცესკოს მოქმედი თავმჯდომარისა და წევრების უფლებამოსილების ვადის გასვლამდე პარლამენტმა ახალი კანდიდატები არ აირჩია, მათ უფლებამოსილების ვადა უგრძელდებათ.

აღსანიშნავია ისიც, რომ კენჭისყრის წინ რეგისტრაცია 107-მა დეპუტატმა გაიარა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა