ენტონი ბლინკენმა და სერგეი ლავროვმა უკრაინის საკითხზე სატელეფონო საუბარი გამართეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სატელეფონო საუბარი გამართეს, - ამის შესახებ ბლინკენმა სოციალურ ქსელ "ტვიტერში" დაწერა.

„საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან დღევანდელ საუბარში ხაზგასმით აღვნიშნე აშშ-ის მზადყოფნა, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად გააგრძელოს დისკუსია უსაფრთხოების საკითხებზე. ჩვენ მზად ვართ, თავიდან ავირიდოთ კონფლიქტი, რომელიც არავის ინტერესშია, თუმცა მზად ვართ, რუსეთს სერიოზული საფასური დავაკისროთ, თუ ის უკრაინაში შეიჭრება“, - დაწერა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, საუბრისას ენტონი ბლინკენმა კიდევ ერთხელ გამოხატა უკრაინის სუვერენტიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო