ვლადიმერ პუტინი - აშშ-ს და ნატოს წერილობით პასუხებში რუსეთის ფუნდამენტური შეშფოთებები იგნორირებული იყო - გადაგვაგდეს, უბრალოდ, მოგვატყუეს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მთავრობა სწავლობს შეერთებული შტატებისა და ნატოს პასუხებს უკრაინასთან დაკავშირებულ უსაფრთხოების მოთხოვნებზე, მაგრამ აშკარაა, რომ კრემლის მთავარი შეშფოთებები "იგნორირებული იყო".

„უკვე ნათელია, მე ვაცნობე პრემიერ-მინისტრს ამის შესახებ, რომ რუსეთის ფუნდამენტური შეშფოთებები იგნორირებული იყო. ჩვენ ვერ დავინახეთ ჩვენი სამი ძირითადი მოთხოვნის ადეკვატური გათვალისწინება“.

პუტინმა დასძინა, რომ რუსეთს არ უნახავს სამი ძირითადი მოთხოვნის ადეკვატური განხილვა როგორიცაა: ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით, რუსეთის საზღვრებთან სარაკეტო სისტემების განთავსებაზე უარის თქმა და ევროპაში [ნატოს] ბლოკის სამხედრო ინფრასტრუქტურის 1997 წლის მდგომარეობამდე დაბრუნება.

პუტინის თქმით, ნატოს ჰქონდა დაპირება, რომ ალიანსი აღმოსავლეთით არ გაფართოვდებოდა არცერთი ინჩით. ახლა კი ალიანსის წევრები არიან ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი და რუმინეთი.

​"მათ ერთი თქვეს, მეორე გააკეთეს, როგორც იტყვიან, გადაგვაგდეს, უბრალოდ, მოგვატყუეს“, - განაცხადა პუტინმა.

26 იანვარს შეერთებულმა შტატებმა და ნატო-მ რუსეთს მის მიერ წარდგენილ უსაფრთხოების წინადადებებთან დაკავშირებით წერილობითი პასუხები გადასცეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საჯაროდ ისაუბრეს დოკუმენტის ძირითად დებულებებზე და განაცხადეს, რომ დასავლეთი არ წასულა დათმობებზე რუსეთის მთავარ მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც აღმოსავლეთის მიმართულებით ნატოს შემდგომი გაფართოება უნდა შეჩერდეს.

ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
გია ხუხაშვილი  - ხელისუფლება ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებაში საბოტაჟის რეჟიმშია, ეს შეგნებულად კეთდება, სიბრიყვით თუ მენტალური პრობლემების გამო, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან შედეგი კატასტროფულია
Gulf Store-ის მე-100 მაღაზია გაიხსნა
Tether საქართველოს ბაზარზე სტარტაპში CityPay.io ინვესტირებით შემოდის
„სანტე“ მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს