ივანე ჩხაიძე - კოვიდპასპორტის გარკვეული დებულებები შესაცვლელი იყო, მაგრამ გასაუქმებელი  არა

კოვიდპასპორტი იყო გადასახედი, იყო გარკვეული დებულებები შესაცვლელი, მაგრამ გასაუქმებელი არა, - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.

მისი თქმით, კოვიდპასპორტმა საქართველოში იმ ფორმატში, რა ფორმატშიც არსებობდა, აზრი დაკარგა.

„ჩვენ თავიდან დიდი სურვილი გვქონდა, რომ კოვიდპასპორტი სხვა ფორმატით ყოფილიყო გამოყენებული, ვინაიდან „ომიკრონის“ შემოსვლის შემდეგ გარკვეული დებულებები, რომლებიც კოვიდპასპორტის ორიგინალურ ვერსიაში იყო, უკვე არ შეესაბამებოდა რეალობას. განსაკუთრებით, გადატანილი კორონავირუსის ვადის დაფიქსირების გარეშე კოვიდპასპორტის აღებაზე. ამის შემდეგ „ომიკრონმა" მართლაც ბევრი რამ შეცვალა და ყველაფერი, რაც კოვიდპასპორტში უკვე წერია ცოტათი აცდენილია რეალობისაგან, იგივე გადატანის შემდეგ პერიოდი, იგივე რამდენად საიმედოა ანტიგენის სწრაფი ტესტი, 72 - საათიანი პერიოდი რამდენად შეესაბამება ჯაჭვური რეაქციის ეფექტურობას. ასე რომ კოვიდპასპორტი ჩვენი აზრით იყო გადასახედი, ჩვენი აზრით იყო გარკვეული დებულებები შესაცვლელი, მაგრამ გასაუქმებელი არა. რევიზია ნამდვილად საჭირო იყო, ჩვენ გვქონდა ამის სურვილი და სხვადასხვა ვარიანტებსაც განვიხილავდით. კოვიდპასპორტმა ჩვენთან იმ ფორმატში, რა ფორმატშიც არსებობდა, რა თქმა უნდა, აზრი დაკარგა“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

მისივე თქმით, „ომიკრონი“ სრულიად განსხვავებული შტამია და არ არსებობს არცერთი მექანიზმი, რომელიც მის გავრცელებას შეამცირებს.

„არ არსებობს არცერთი მექანიზმი, რომელიც რომელიმე ქვეყანაში, არამარტო საქართველოში, შეამცირებს „ომიკრონის“ გავრცელებას. წარმოუდგენელია, სრულიად სხვა ტიპის ვირუსია, სრულიად სხვა რანგის გავრცელების უნარი გააჩნია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვაქცინაციაზე უარი უნდა ვთქვათ. ახლა არა მგონია, საქართველოში ბევრს ჰქონდეს დარჩენილი სტიმული იმისა, რომ ვაქცინა გაიკეთოს“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2023
წინანდლის მამული Grand Jury Du Vin-ის ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძისა  და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც „ლელოს“  უნიჭო კამპანიის უკან დგანან, ჩვენი მხრიდან სამართლებრივი რეაგირება იქნება
„დანკინის“ ბარისტათა საერთაშორისო კონკურსზე საუკეთესო ყავის მომზადებისთვის ქართველი ბარისტა დააჯილდოვეს
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს