ბორის ჯონსონი - პუტინი ცდილობს გადახაზოს ევროპის უსაფრთხოების რუკა - ეს არ იქნება მხოლოდ უკრაინა, რომლის დაბრუნებაც რუსეთს სურს გავლენის სფეროებში, ეს არის საქართველო და მოლდოვა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, რუსეთი ევროპის უსაფრთხოების რუკის თავიდან დახაზვას ცდილობს.

მისი თქმით, უკრაინელი ხალხის თავზე იარაღით რუსეთის პრეზიდენტი ცდილობს დაშალოს უსაფრთხოების არქიტექტურა, რომელიც ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ შეიქმნა.

პრემიერის თქმით, კრიზისი "უკრაინაზე უფრო დიდს ეხება".

„ის [პუტინი] ცდილობს გადახაზოს ევროპის უსაფრთხოების რუკა და დააწესოს გავლენის ახალი სფეროები. ეს არ იქნება მხოლოდ უკრაინა, რომელის დაბრუნებაც რუსეთს სურს გავლენის სფეროებში, ეს არის საქართველო და მოლდოვა და სხვა ქვეყნები. ვითარება აბსოლუტურად კრიტიკულია”, - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი უკრაინაში პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის შეხვდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა