აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს რეისებისა და მგზავთნაკადის ზრდის პარალელურად, სერვისები, პროდუქცია და სხვადასხვა მიმართულების ტიპის ობიექტები ემატება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს რეისებისა და მგზავთნაკადის ზრდის პარალელურად, სერვისები, პროდუქცია და სხვადასხვა მიმართულების ტიპის ობიექტები ემატება. ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, დღეიდან, აეროპორტის გაფრენის დარბაზში ოპერირება დაიწყო სრულიად განსხვავებული კონცეფციის Meama Collect-მა, რომლის დიზაინიც და სპეციფიკაც საგანგებოდ ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტისთვის შეიქმნა.

ობიექტი საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის მოადგილე, ლევან ცხადაძემ და მეამას გენერალურმა დირექტორმა, ლუკა კაპანაძემ გახსნეს.

„მოხარულები ვართ, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი წარმატებული ქართული ბრენდი შემოვიდა. „მეამა ქოლექთის“ take away კონცეფციის ობიექტი ჩვენს მგზავრებს სთავაზობს ყავისა და ჩაის მრავალფეროვან არჩევანსა თუ სხვადასხვა არომატულ კოქტეილს. უნდა აღინიშნოს, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი პირველია საქართველოში არსებულ აეროპორტებს შორის, სადაც ოპერირება „მეამას“ ბრენდმა დაიწყო. „მეამას“ გრაფიკული ფორმებითა და ფერებით გაფორმებული Meama Collect-ის ობიექტი, რომელიც აეროპორტის გაფრენის დარბაზში მდებარეობს, ჩვენს მგზავრებს პირველივე შეხედვით სასიამოვნო სამოგზაურო განწყობას ჰპირდება. ახალ ობიექტზე 10 მდე ადამიანია დასაქმებული, რომლებიც ჩვენს მგზავრებს სასიამოვნო და კომფორტულ გარემოს შეუქმნიან“, - აცხადებს ლევან ცხადაძე.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი საქართველოში მოქმედი აეროპორტებიდან არის პირველი, სადაც Meama Collect-ის ბრენდი შევიდა.

„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გავხსენით „მეამა ქოლექთის“ სრულიად ახალი კონცეფციის ობიექტი, სადაც მგზავრებს შესაძლებლობა აქვთ მოგზაურობის დაწყებამდე დააგემოვნონ, როგორც „მეამას“ ყავისა და ჩაის მრავალფეროვანი არჩევანიდან მათთვის სასურველი გემოები, ასევე „მეამას“ კაფსულაზე დაფუძნებული უნიკალური გემოების სხვადასხვა არომატული კოქტეილი. „მეამა ქოლექთის“ 16 ობიექტი ფუნქციონირებს უკვე თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და რუსთავის მასშტაბით, ქუთაისის აეროპორტი პირველია საქართველოს აეროპორტებიდან, სადაც „მეამა ქოლექთი“ გაიხსნა და ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი სიახლეა“, - აცხადებს ლუკა კაპანაძე.

Meama Collect- საქართველოს მასშტაბით 16 ობიექტს ფლობს, მათ შორის ქუთაისში 2 ობიექტსა და ერთ „მეამას“ სივრცეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს