ღვინის სააგენტო - სახელმწიფოსთვის პრიორიტეტია, რომ ქართული ღვინის ხარისხი საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებდეს

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფოსთვის პრიორიტეტია, რომ ქართული ღვინის ხარისხი საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებდეს.

ღვინის სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ქართული ღვინისა და ყურძნისეული ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლია. წარმოების საერთაშორისო სტანდარტის დაცვა ქართული ალკოჰოლური სასმელების, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობის და მასზე მოთხოვნის ზრდას უზრნუნველყოფს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.

„ხარისხის მაქსიმალური კონტროლის მიზნით, 2021 წლის ივნისიდან, ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულებების თანახმად, სერტიფიცირებული საექსპორტო ქართული ღვინის ინსპექტირებას საერთაშორისო აუდიტორული კომპანიები „SGS“ და „Bureau Veritas” გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ახორციელებენ. აღნიშნული კომპანიების მიერ, გასულ წელს 166 საინსპექციო კონტროლი განხორციელდა, აღებული 324 ნიმუშიდან 20-ს სერტიფიკატი გაუუქმდა.

ამასთან ერთად, ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ, 2021 წელს განხორციელდა 50 სახელმწიფო კონტროლი და სახელმწიფო ზედამხედველობა, რაც საწარმოებში ღვინის ტექნოლოგიური პროცესის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს. აღებული იყო 700 ნიმუში, დარღვევების რაოდენობამ 6 შეადგინა.

საანგარიშო პერიოდში, ასევე განხორციელდა 41 საინსპექციო კონტროლი, აღებული იყო 116 ნიმუში, აქედან 3-ს ეთქვა უარი სერტიფიკატის გაცემაზე. საინსპექციო კონტროლო სერტიფიცირებისათვის წარდგენილი საექსპორტო ალკოჰოლიანი სასმელის ან სპირტის ნიმუშის ლოტთან (ბოთლში დაფასოებული ღვინის პარტია) შესაბამისობის დადგენას გულისხმობს.

2021 წელს, საექსპორტო ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით, ჩატარდა 275 დეგუსტაცია; შემოვიდა 12 527 ნიმუში, საიდანაც 688 უარყოფითად შეფასდა“, - ნათქვამია ღვინის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე
ქართული პრესის მიმოხილვა 29.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
ვებ-გვერდ ss.ge-ზე ვიზიტორთა რაოდენობა 60 000-მდე გაიზარდა, მათ შორის 30% უცხო ქვეყნის მოქალაქეა
WhiteBit კრიპტოვალუტის ბირჟაზე ხელმისაწვდომი გახდა დოლარისა და ევროს გატანა Visa/Mastercard-ზე, ისევე როგორც უკრაინული გრივნის გატანა IBAN საბანკო ანგარიშის ნომერზე
„ჰიუნდაი ავტო საქართველომ“ 25 წლის იუბილე აღნიშნა
უძრავი ქონების პლატფორმას - Georgia Real Estate ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
ბაზისბანკი, ბიზნესის დაკრედიტების ზრდის ტემპით, პირველ ადგილზეა
PSP “ჯანმრთელობის პროგნოზი“ - ახალ კამპანიას იწყებს
„ფარმადეპოში“ თურქული მედიკამენტების ასორტიმენტი გაიზარდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფონდ "ნატვრის ხის" საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
VISA-ს და „ბიბლუსის“ ერთობლივი შეთავაზება მომხმარებელს - 30%-იანი ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე
კომპანია FINA-ს წარმატების ისტორია - 11 წელი ბაზარზე