კახა კალაძე - ერთ-ერთ ეთერში ვყვებოდი, რომ თბილისში როცა ჩამოვედი, ბინა არ მქონდა და გლდანში ცხოვრება მომიწია მამიდასთან, ეს ამოჭრეს და არასწორად დაატრიალეს - თუ ვინმე ფიქრობს, რომ ასეთი სიმდაბლით მავნებთ, პირიქით, ამით მაძლიერებთ

ბოლო დღეების განმავლობაში ბევრი არასწორი ინფორმაცია ვიხილეთ - სიცრუეს მოკლე ფეხები აქვს, სიმართლე ყოველთვის გამოაშკარავდება. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ასეთი სიბინძურით და სიმდაბლით რაიმეს მავნებთ, პირიქით, ამით მაძლიერებთ“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძე განმარტავს, არასწორ ინფორმაციას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.

„ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ ბევრი სიცრუე ვიხილეთ, არასწორი ინფორმაცია. ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში ვყვებოდი ჩემს წარსულ ცხოვრებაზე და ვსაუბრობდი, რომ თბილისში როდესაც ჩამოვედი, არ მქონდა საცხოვრებელი ბინა და მომიწია მამიდასთან, გლდანში ცხოვრება. ამაზე ვისაუბრე ერთ-ერთი გადაცემაში და ეს ამოჭრეს, ისე დაატრიალეს, თითქოს, თბილისში ბინა არ მქონდა და გლდანში ვცხოვრობდი. ამით, მათივე ჭკუით, იმის თქმა უნდოდათ, რომ გლდანელებს შეურაცხყოფას ვეყენებდი. რეალურად, საუბარი იყო, რომ მამიდასთან ვიზრდებოდი და ვცხოვრობდი, რადგან არ მქონდა შესაძლებლობა, ბინა მქონოდა დედაქალაქში. მამიდასთან გავატარე საუკეთესო წლები, სადაც დაიწყო ჩემი წარმატება.

ბევრმა ჟურნალისტმა და პოლიტიკოსმა არ მოიწონა ეს ყველაფერი, რაც მისასალმებელია. სიცრუეს მოკლე ფეხები აქვს და სიმართლე ყოველთვის გამოაშკარავდება. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ასეთი სიბინძურით და სიმდაბლით რაიმეს მავნებთ, პირიქით, ამით მაძლიერებთ. თქვენი არცერთი სიტყვა არ დაიჯერება. 100%-იან სიმართლეს, რომ ამბობდეთ, საზოგადოება არაფერს დაიჯერებს. ყოველდღიურად სიცრუეს გადმოსცემთ, სიძულვილის ენით საუბრობთ. ეს არის ბოროტება, რომელიც უნდა დავასრულოთ. მიზანმიმართული მცდელობაა, რომ ნიჰილიზმი დათესოთ, ადამიანები მოატყუოთ. ამ პრინციპით მოქმედებთ: "მოდი გენერალს ჭორი მოვუგონოთო, თითქოს, მისი ქალიშვილი მსუბუქი ყოფაქცევის არისო. კი, გავავრცელოთ, მაგრამ გენერალს ქალიშვილი არ ჰყავსო. რა მნიშნველობა აქვს, ჩვენ გავავრცელოთ, წავიდეს და იმართლოს თავიო". ამას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“,- აღნიშნავს კალაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა