ნათია თურნავამ EBRD-ის წარმომადგენელთან საქართველოში განახლებადი ენერგიის ათვისების პოტენციალი განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) განახლებადი ინფრასტრუქტურის ჯგუფის ენერგეტიკის მიმართულების დირექტორ აიდა სიტდიკოვას შეხვდა და მასთან საქართველოში განახილებადი ენერგიის ათვისების პოტენციალი განიხილა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ჩიქოვანი.

„შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს ენერგეტიკის სექტორის ერთ-ერთი მსხვილი ფინანსური მხარდამჭერია. ყურადღება გამახვილდა მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე, აგრეთვე ელექტროენერგიის ბაზრის ლიბერალიზაციის გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პროექტებზე ჰიდრო, მზის და ქარის ენერგიის მიმართულებით.

EBRD - ის წარმომადგენლის მხრიდან გამოთქვა დაინტერესება, რათა აღნიშნულმა საფინანსო ორგანიზაციამ კვლავ განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა განახლებადი ენერგიის ათვისების კუთხით.

შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა გლობალურ ტენდენციებს დეკარბონიზაციის მიმართულებით და აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი რეგიონში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გაამართლა თუ არა მართვის მოწმობის ასაღები გამოცდის რეალურ მოძრაობაში გადატანამ და როგორია ჩაბარება-ჩაჭრის მაჩვენებელი? - ინტერვიუ შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილესთან
კორნელი კაკაჩია - ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, „საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც დაკარგა სტრატეგიული კომპასი“ და „ახლა ძრავაგაჩერებულ მანქანას ჰგავს, რომელიც ინერციით მოძრაობს“
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2022
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, „ავეჯის აკადემიის“ საამქრო ახალი დანადგარებით აღიჭურვა
თბილისში „ელიტ ელექტრონიქსის“ ახალი კონცეფციის მაღაზია გაიხსნა
თბილისში „სმარტის“ 32-ე სუპერმარკეტი გაიხსნა
ბაზისბანკმა, შეღავათიანი აგრო კრედიტის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი ქარხანა დააფინანსა
ევექსი კლინიკებმა კამპანია - „გეკუთვნის“ დაიწყო
კახა ოქრიაშვილი - ჩვენი ეკონომიკა მინუსშია! დაბეჭდავენ ფულს, როგორც აქამდე და დაარიგებენ, ოღონდ ამ ფულით უფრო ნაკლებს ვიყიდით, ვიდრე დღეს ვყიდულობთ
წარმატება, რომელსაც BTU-მ 6 წლის განმავლობაში მიაღწია
ქართული ხალხური სიმღერის გამორჩეულ ოსტატსა და ლოტბარს, ტრისტან სიხარულიძეს სპეციალური ჯილდო - „მადლიერების ჩიტი“ გადაეცა