ირაკლი ქადაგიშვილი - სააკაშვილის გარშემო ათასგვარი ინსინუაციების მომსწრენი ვართ: ხან სიკვდილის პირასაა, ხან მკურნალობა სჭირდება ჟენევის ტბის პირას, ხან ჰალუცინაციები აქვს, არადა ყოველდღე განცხადებებს წერს - კომისიის შექმნის ობიექტურ მოცემულობას ვერ ვხედავთ

საგამოძიებო კომისიების შექმნის წინააღმდეგი არ ვართ, თუ ეს ობიექტური მოცემულობით არის განსაზღვრული, თუმცა, ვერ ვხედავ ამ ობიექტურ მოცემულობას, რადგან პატიმარ მიხეილ სააკაშვილის გარშემო ათასგვარი ინსინუაციების მომსწრენი ვიყავით - ხან ისე შიმშილობს, რომ სიკვდილის პირას არის მისული, ხან მკურნალობა სჭირდება ჟენევის ტბის პირას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის მცნება, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გაჩნდა.

მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან მცდელობა არის, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში ყოფნას აარიდონ.

„არანაირი საბოტაჟი, რადგან ხატია დეკანოიძემ რაღაც სიტყვა თქვა, ეს უკვე ფორმირდება როგორც მოცემულობად? - ეს არის მათ მიერ პროცესის პროვოცირება. საგამოძიებო კომისიის მცნება ჩვენ გავაჩინეთ პარლამენტში და ეს რეგლამენტირებულია. ამიტომ, საპროცედურო ომი ვერ იქნება. არ ვართ საგამოძიებო კომისიების შექმნის წინააღმდეგი, თუ ეს ობიექტური მოცემულობით არის განსაზღვრული, თუმცა, ვერ ვხედავ ამ ობიექტურ მოცემულობას, რადგან პატიმარ მიხეილ სააკაშვილის გარშემო ათასგვარი ინსინუაციების მომსწრენი ვიყავით - ხან ისე შიმშილობს, რომ სიკვდილის პირას არის მისული, ხან მკურნალობა სჭირდება ჟენევის ტბის პირას, ხან ფსიქიკურად ისეთ მძიმე მდგომარეობაშია, რომ ჰალუცინაციები აქვს და გონებას კარგავს. არადა ყოველ დღე ვიღაცები წერენ მისი სახელით პოლიტიკურ პოსტებს და განცხადებებს. აქ გვაქვს მცდელობა, რომ აარიდონ პატიმრობას მსჯავრდებული. ხან წამებას მოიშველიებენ, ხან სიგიჟეს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

„ქართული ოცნების“ წევრის თქმით, ამ ეტაპზე უმრავლესობაში არ უმსჯელიათ, დაუჭერენ თუ არა მხარს, მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით, საგამოძიებო კომისიის შექმნას.

რაც შეეხება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საკანონმდებლო ორგანოში შესვლის გადაწყვეტილებას, მისი შეფასებით, მნიშვნელობა არ აქვს აღნიშნული ოპოზიციური პარტია პარლამენტის შენობაში იქნება თუ ქუჩაში, ამით „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური დღის წესრიგი არ იცვლება.

„შენობას ხომ არ აქვს მნიშვნელობა, მის შიგნით იქნებიან, თუ გარეთ? - კომფორტის და არაკომფორტის კუთხით, არაფერი შეიცვლება, რადგან დღის წესრიგი, მათი ქმედების შინაარსი არ შეიცვლება. ეს პოლიტიკა, რაც მათ ახასიათებთ, პარლამენტის შენობაში გამოთქვამენ თუ ქუჩაში, შინაარსობრივად განსხვავებული არ იქნება. ამიტომ, ამ მხრივ, ჩვენთვის არაფერი იცვლება. მე ვიტყოდი, არც „ნაციონალური მოძრაობისთვის“ იცვლება. შინაარსობრივად ეს არ არის ის ოპოზიცია, რომელსაც შეუძლია რეალურად, დემოკრატიული და კონსტრუქციული როლის შესრულება. ამ ადამიანებს დღესაც ვერ გაუცნობიერებიათ, რომ ეს პარლამენტი ლეგიტიმურია თუ არა, - რაღაც მომენტში რევოლუცია უნდა მოახდინონ, რაღაც მომენტში არ უნდა მოახდინონ, ანუ ვერ არიან ჩამოყალიბებული. მხოლოდ მათი ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში ჰგონით, რომ ქვეყანას საქართველო ჰქვია.

მათთვის არა მარტო დღის წესრიგს, საერთოდ სამყაროს მიხეილ სააკაშვილი უქმნის, ეს მათთვის და არა ჩვენთვის. ამ რეზოლუციით ჩვენ მათ დღის წესრიგს არ გავყევით, ჩვენ გავყევით ჩვენი ქვეყნის ინტერესების დღის წესრიგს, - ევროატლანტიკური მიმართულებით სიარულის დღის წესრიგს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

გაამართლა თუ არა მართვის მოწმობის ასაღები გამოცდის რეალურ მოძრაობაში გადატანამ და როგორია ჩაბარება-ჩაჭრის მაჩვენებელი? - ინტერვიუ შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილესთან
კორნელი კაკაჩია - ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, „საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც დაკარგა სტრატეგიული კომპასი“ და „ახლა ძრავაგაჩერებულ მანქანას ჰგავს, რომელიც ინერციით მოძრაობს“
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2022
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, „ავეჯის აკადემიის“ საამქრო ახალი დანადგარებით აღიჭურვა
თბილისში „ელიტ ელექტრონიქსის“ ახალი კონცეფციის მაღაზია გაიხსნა
თბილისში „სმარტის“ 32-ე სუპერმარკეტი გაიხსნა
ბაზისბანკმა, შეღავათიანი აგრო კრედიტის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი ქარხანა დააფინანსა
ევექსი კლინიკებმა კამპანია - „გეკუთვნის“ დაიწყო
კახა ოქრიაშვილი - ჩვენი ეკონომიკა მინუსშია! დაბეჭდავენ ფულს, როგორც აქამდე და დაარიგებენ, ოღონდ ამ ფულით უფრო ნაკლებს ვიყიდით, ვიდრე დღეს ვყიდულობთ
წარმატება, რომელსაც BTU-მ 6 წლის განმავლობაში მიაღწია
ქართული ხალხური სიმღერის გამორჩეულ ოსტატსა და ლოტბარს, ტრისტან სიხარულიძეს სპეციალური ჯილდო - „მადლიერების ჩიტი“ გადაეცა