ანონსი 3 თებერვალი

ანონსი  3 თებერვალი

3 თებერვალს, 09:00 საათზე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელს, სვენ მიქსერს შეხვდება.

პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ოთახი (B კორპუსი, II სართული)

3 თებერვალს, 09:30 საათზე, ევროპარლამენტართან, საქართველოს საკითხებზე მომხსენებლთან, სვენ მიკსერთან საპარლამენტო ოპოზიციური ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების წევრების შეხვედრა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

3 თებერვალს, 11:00 საათზე, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

3 თებერვალს, 11:00 საათზე, „ანტიკორუფციული მოძრაობა“ ეკონომიკური კვლევის „საქართველოს ადგილი საერთაშორისო ორგანიზაციების ეკონომიკურ და ფინანსურ რეიტინგებში“ პირველი ეტაპის პრეზენტაციას გამართავს.

მის: საქართველოს პარლამენტის კინოდარბაზი

საკონტაქტო: ანი გაბელია - 551 633 644

3 თებერვალს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარე, ანალიტიკოსი ზაალ კასრელიშვილი განცხადებას გააკეთებს.

თემა: „უკრაინა ომის ზღვარზე; რეგიონში არსებული ვითარება; გარე საფრთხეები საქართველოსთვის“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

3 თებერვალს, 12:00 საათზე, ჯანდაცვის სამინისტროში, ზურაბ აზარაშვილის ხელმძღვანელობით ვაქცინაციის საბჭო გაიმართება.

მის: წერეთლის 144 (ჯანდაცვის სამინისტრო)

3 თებერვალს, 12:00 საათზე სემეკი საჯარო სხდომაზე „თელმიკოსა“ და „თელასის“ შემოწმების შესახებ იმსჯელებს.

მის: ა.მიცკევიჩის N19.

3 თებერვალს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებზე ძალადობაში ბრალდებულების სასამართლო პროცესი გაიმართება.

3 თებერვალს, 12:00 საათზე, ევროპარლამენტარი და საქართველოს შესახებ მომხსენებელი სვენ მიქსერი პარლამენტში მედიისთვის კომენტარს გააკეთებს.

3 თებერვალს, 13:00 საათზე, „ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი პარლამენტში მისი ავტორობით მომზადებულ „გარე ვაჭრობის შესახებ" კანონპროექტს წარადგენს.

საკონტაქტო: ელენე ბერიძე - 597 001 923

3 თებერვალს, 14:00 საათზე, ვიცე პრემიერი ლევან დავითაშვილი ზემო ხოდაშენში „ბადაგონის“ მეღვინეობას ეწვევა, 15:00 საათზე კი ალავერდში, სასტუმრო Alaverdi Resort-ის მშენებლობის დაწყების სიმბოლური კაფსულის ჩადების ღონისძიება გაიმართება.

საკონტაქტო: ეკა ვეფხვაძე - 591 196 195