FBI ამერიკელ სპორტსმენებს მოუწოდებს, პეკინის ოლიმპიადაზე საკუთარი მობილური ტელეფონები არ წაიღონ

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) ამერიკელ სპორტსმენებს მოუწოდებს პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე საკუთარი მობილური ტელეფონები არ წაიღონ. FBI ამის მიზეზად კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს ასახელებს.

„სპორტსმენებს მოვუწოდებთ, დატოვონ საკუთარი მობილური ტელეფონები და ჩინეთში ყოფნისას დროებითი ტელეფონებით ისარგებლონ. ზოგიერთი დასავლური ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტი ასევე მოუწოდებს სპორტსმენებს ჩინეთში ყოფნის დროს მობილური ტელეფონები საერთოდ არ გამოიყენონ“, - წერია FBI-ის განცხადებაში.

გამოძიების ფედერალური ბიუროს ინფორმაციით, არცერთი ქვეყანა არ უქმნის ისეთ საფრთხეს ამერიკულ ინოვაციებსა და ეკონომიკურ უსაფრთხოებას როგორც ჩინეთი. პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშები 4-დან 20 თებერვლის ჩათვლით გაიმართება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო