BBC - ჯო ბაიდენი უახლოეს მომავალში ევროპაში 3 000 ამერიკელ ჯარისკაცს გაგზავნის

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უახლოეს მომავალში ევროპაში 3 000 ამერიკელ ჯარისკაცს გაგზავნის.

მედიის ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში 2 000 ჯარისკაცი გერმანიასა და პოლონეთში, მათ შემდეგ კი რამდენიმე დღეში 1 000 ქვეითი რუმინეთში გაიგზავნება.

გასულ თვეში აშშ-ში 8 500-ზე მეტი სამხედრო მზადყოფნის რეჟიმში მოიყვანეს, რათა საჭიროების შემთხვევაში ევროპაში გადაესროლათ. თეთრი სახლის ინფორმაციით, ჯარიკაცების ევროპაში გაგზავნის მთავარი მოტივი უკრაინის კრიზისი და ევროპის რუსული საფრთხისგან დაცვაა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა