საერთაშორისო სავალუტო ფონდი - მზად ვართ დავეხმაროთ ქვეყნებს, რომლებიც შესაძლოა დაზარალდნენ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტისა და რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდითი ეფექტით

საერთაშორისო სავალუტო ფონდი მზადაა დაეხმაროს ქვეყნებს, რომლებიც შესაძლოა დაზარალდნენ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტისა და დასავლეთის მთავრობების მიერ დაწესებული სანქციების გვერდითი ეფექტით, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა კრისტალინა გეორგიევამ განაცხადა.

გეორგიევამ Washington Post -თან განაცხადა, რომ სანქციები გარდაუვლად შეაფერხებს ზოგიერთ ფინანსურ ტრანზაქციას და ფინანსური სისტემის ფუნქციონირებას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ სანქციები შეზღუდავს რუსეთის წვდომას SWIFT ფინანსურ ტრანზაქციების ქსელში.

"თუ ჩვენ ვიქნებით ისეთ სიტუაციაში, როდესაც იქნება გვერდითი ეფექტები, რომელიც სხვა ქვეყნებისთვის სავალუტო ფონდის უფრო მეტ ჩართულობას მოითხოვს, რა თქმა უნდა, ჩვენ იქ ვიქნებით. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს დაახლოებით 700 მილიარდი დოლარის მოცულობის კრედიტების შესაძლებლობა", - განაცხადა გეორგიევამ.

გეორგიევას თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდს აქვს დაახლოებით 2,2 მილიარდი დოლარი უკრაინასთან გაფართოებული სესხის პროგრამაში, რომელიც შეიძლება გაიცეს ივნისამდე პერიოდში.

როგორც ცნობილია, ნოემბერში უკრაინამ 700 მილიონი დოლარის საწყისი ტრანში მიიღო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა