თეთრ სახლში აცხადებენ, რომ აღარ აღწერენ რუსეთის პოტენციური შეჭრის საკითხს უკრაინაში, როგორც "გარდაუვალს"

თეთრი სახლი აცხადებს, რომ ის აღარ აღწერს რუსეთის პოტენციური შეჭრის საკითხს უკრაინაში, როგორც "გარდაუვალს".

თეთრი სახლის პრესმდივნის ჯენ ფსაკის განცხადებით, აღნიშნული სიტყვა მან და სხვა მაღალჩინოსნებმა რამდენჯერმე გამოიყენეს, რამაც არასწორი მოსაზრება შექმნა.

"შემდეგ კი ჩვენ შევწყვიტეთ მისი გამოყენება, რადგან ვფიქრობ, რომ ამან გაგზავნა შეტყობინება, რომლის გაგზავნასაც არ ვაპირებდით - თითქოს ვიცოდით, რომ პრეზიდენტ პუტინს ჰქონდა მიღებული გადაწყვეტილება“, - განაცხადა პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ ბრიფინგზე.

მისი თქმით, ის გულისხმობდა, რომ რუსეთს შეეძლო შეჭრა ნებისმიერ დროს და დასძინა, რომ "ჯერ კიდევ არ იციან, მიიღო თუ არა რუსეთმა გადაწყვეტილება".

როგორც მედია წერს, გადაწყვეტილება სიტყვა „გარდაუვალის“ გამოყენების შეწყვეტის შესახებ მას შემდეგ მიიღეს, რაც გაჩნდა წინააღმდეგობა აშშ-სა და უკრაინელ ოფიციალურ პირებს შორის იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა აღწერონ რუსეთისგან მომდინარე საფრთხე. გასულ კვირას, ფსაკის მიერ რუსეთის თავდასხმის, როგორც "გარდაუვალის“ აღწერამ კიევში შეშფოთება გამოიწვია. უკრაინის ოფიციალური პირები, მათ შორის პრეზიდენტი ზელენსკი, არ დაეთანხმნენ და განაცხადეს, რომ ამ აღწერილობამ შეიძლება გამოიწვიოს პანიკა და ეკონომიკური პრობლემები.

"საზღვარგარეთ არის განცდა, რომ აქ ომია. ეს ასე არ არის", - თქვა ზელენსკიმ გასულ პარასკევს პრესკონფერენციაზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო