ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის გადატანიდან 3 თვის განმავლობაში, პრევენციულ, რუტინულ ტესტირებას უსიმპტომო პირები არ ექვემდებარებიან

კორონავირუსის გადატანიდან 3 თვის განმავლობაში უსიმპტომო პაციენტებისთვის სწრაფი ტესტი ფასიანია, სიმპტომიანებისთვის კი - უფასო. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს.

ამასთან, სამინისტროში განმარტავენ, რომ კორონავირუსის გადატანის შემდეგ პრევენციულ რუტინულ ტესტირებას არ ექვემდებარებიან უსიმპტომო პირები. სიმპტომურ პირებზე ასეთი შეზღუდვა არ მოქმედებს.

რაც შეეხება „სწრაფი ტესტის“ ღირებულებას, აღნიშნულს კერძო სექტორი განსაზღვრავს. „სწრაფი ტესტის“ გაკეთების ფასი 25 ლარიდან იწყება, PCR-ის კი - საშუალოდ 50 ლარს შეადგენს.

გარდა აღნიშნული გამონაკლისისა, უსიმპტომო პაციენტებს, ვისაც ანტიგენის „სწრაფი ტესტით“ დაუდასტურდებათ კორონავირუსის ინფექცია, ასევე სიმპტომიან პაციენტებს, რომლებსაც ანტიგენის „სწრაფი ტესტით“ არ დაუდასტურდებათ კორონავირუსის ინფექცია, დამატებითი ტესტირება PCR მეთოდით ჩაუტარდებათ ოჯახის ექიმის დასკვნის საფუძველზე. ოჯახის ექიმთან კონსულტაციის გავლა შესაძლებელია ტესტირების პუნქტში შესაბამისი სერვისის არსებობის შემთხვევაში, ან ონლაინ კლინიკის ოჯახის ექიმებთან სატელეფონო კომუნიკაციის გზით.

ამასთან, საჭიროებისას, მოქალაქეებმა ტესტირებისთვის უნდა მიმართონ სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებს, სადაც უფასოდ ჩაუტარდებათ ტესტირება ანტიგენის „სწრაფი ტესტით“.

ამ ეტაპზე, კორონავირუსზე ტესტირება 500-მდე დაწესებულებაშია შესაძლებელი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა