თამარ გაბუნია - ინფიცირებულთა დიდი ნაკადის პირობებში შესაძლოა, ოჯახის ექიმთან დაკავშირების კუთხით იყოს დაყოვნება, თუმცა მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს დრო შემცირდეს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა მზარდი რაოდენობის გამო, შესაძლოა, პაციენტებს ოჯახის ექიმთან დაკავშირება უჭირდეთ, თუმცა მისი თქმით, დაყოვნების დროის შემცირებას მაქსიმალურად ცდილობენ.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პრიორიტეტული არიან ისინი, ვისაც აქვს რაიმე ქრონიკული დაავადება, მაღალი ასაკი და მცირეწლოვანი ბავშვები.

„პირველ რიგში, ოჯახის ექიმი ურეკავს მოქალაქეს, პრიორიტეტული არიან ისინი, ვისაც აქვს რაიმე ქრონიკული დაავადება, მაღალი ასაკი, ასევე მცირეწლოვანი ბავშვები. მოლოდინის ხანგრძლივობა შესაძლოა გაგრძელდეს მაქსიმუმ 48 საათამდე. ექიმები ცდილობენ, რაც შეიძლება სწრაფად დაუკავშირდნენ ბენეფიციარებს. ვინც ვერ ახერხებს თავის ოჯახის ექიმთან დაკავშირებას, ამისთვის არის 15- 22-ის ხაზი. ასეთი დიდი ნაკადის პირობებში შესაძლოა, იყოს ასეთი დაყოვნებები, თუმცა, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ 15-22-ის მექანიზმით, ასეთი დაყოვნებები შემცირდეს“,-განაცხადა გაბუნიამ.

მან არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება შეაფასა და განმარტა, რომ ინფიცირების რაოდენობა კვლავ მაღალია.

„3 ათასამდე საწოლი ამ დროისთვის თავისუფალია. რაც შეეხება პირველადი ჯანდაცვის მობილიზებას, ოჯახის ექიმები აქტიურად ერთვებიან, რაც გვეხმარება. მზარდი ნაკადის მართვისთვის აუცილებელია კიდევ უფრო მეტი ოჯახის ექიმი ჩაერთოს პროცესში. კიდევ დაემატება მომდევნო დღეებში კლინიკა და ოჯახის ექიმები იმისთვის, რომ არ გვქონდეს შეფერხება არც ხაზზე და არც უშუალოდ ბინაზე მართვის პროცესში", - განაცხადა გაბუნიამ.

როგორც მან განმარტა, ქვეყანაში ოჯახის ექიმები 2 ათასზე მეტია, მათ შორის არის როგორც სადაზღვევო ქსელის, ასევე პირველადი ჯანდაცვის ქსელის ექიმები, როგორც ქალაქებში, ასევე სოფლად.

„დღეს პროგრამაში უკვე ჩართულია საერთო ქსელის დაახლოებით 60%, ამას კიდევ დაემატება ექიმების დაახლოებით 15-20 %, ეს ნიშნავს საკმაოდ ფართო მოცვას“,-განაცხადა გაბუნიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა